Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუჩები ქუთაისში, რომელთა რეაბილიტაცია 2020 წელს იგეგმება

თარიღი : 1-01-2020, 19:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს-ამის შესახებ ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომლის ჯამური სიგრძე 14520 მეტრია; რეაბილიტირდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400 მეტრიანი მონაკვეთი და  დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500 მეტრიანი მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება. 

"2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავა, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩების) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია. 2020 წელს გაგრძელდება ასევე  აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება.

ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები,  ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ,"-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.


ნანახია: 511-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.

ამინდი