ქუთაისში 2020 წლის პირველი ახალშობილი ლუკა ჩახუნაშვილია
თარიღი : 1-01-2020, 16:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

2020 წლის პირველი ახალშობილი ქუთაისში ლუკა ჩახუნაშვილია. პირველი ქუთაისელი წელს ხონელიძის სამშობიარო კლინიკაში დაიბადა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ახალშობილი და დედა მოინახულა. დღეს დაბადებულ ყველა ახალშობილს ქუთაისის მერია სპეციალური პროგრამიდან თანხასაც გადასცემს. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში 5 000 ლარია გამოყოფილი.
გიორგი ჭიღვარიამ დღესვე ახალი წელი მიულოცა სამშობიარო კლინიკის თანამშრომლებს.