Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ორი მსუბუქი შემთხვევა გვქონდა პიროტექნიკით დაზიანების, ისე რომ ჰოსპიტალიზაციაც არ დასჭირვებიათ,'-ახალი წლის ღამემ ქუთაისში მშვიდად ჩაიარა

თარიღი : 1-01-2020, 12:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი წლის ღამეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმში შეხვდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში 172 გამოძახება დაფიქსირდა, აქედან პიროტექნიკით დაზიანების ორი მსუბუქი შემთხვევა იყო.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორმა მაია რუხაძემ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს განუცხადა, გამოძახებები წინა დღეებთან შედარებით სტანდარტული იყო.

"სულ დაფიქსირდა 172 გამოძახება. ესაა სტანდარტული მაჩვენებელი, არაა სხვა დღეებისგან განსხვავებული. გვქონდა ორი მსუბუქი შემთხვევა პიროტექნიკით დაზიანების, ისე რომ ჰოსპიტალიზაციაც არ დასჭირვებიათ. განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევი გუშინდელი დღე ალკოჰოლური თრობის კუთხითაც არ ყოფილა. ზოგადად, გამოძახების სიმრავლე მცირედით სადღესასწაულო დღეების შემდგომ უფრო იზრდება,"-განაცხადა მაია რუხაძემ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 539-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძახებები სხვა დღეებთან შედარებით, სასუალოზე მეტი იყო.
გამოძახებულთა უმრავლესობას ალკოჰოლის გადამეტებული რაოდენობა ჰქონდა მიღებული.