Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Topnews.com.ge-ს 2019 წლის საახალწლო ნომინაციები

თარიღი : 31-12-2019, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2020 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის „ძებნილი“-ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“-ს ახალი სპონსორი
წლის „ყველა პრობლემის გადამჭრელი“-ქუთაისის მერი
წლის „იმედი“-ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის დაწყება
წლის "თქვენი გადახდილია" -ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი მერაბ კვიცარიძე
წლის "მეხი ვის დავცე“-იურისტი ლევან ჭელიძე
წლის "რით ვერ ეღირსა ქუთაისს"- 24 საათიანი წყალმომარაგება
წლის "სნაიპერი"- ქუთაისში გამართული ოპოზიცის აქციის მონაწილეებისთვის კორპუსიდან ნასროლი ცოცხალი ქათამი
წლის „ასეთ კარგსაც არ ველოდით“-ქუთაისის საახალწლო ნაძვის ხე და ქალაქის საახალწლო განათება
წლის ტურიზმის გულშემატკივარი - ლაშა ბერეკაშვილი
წლის "აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ" - გოგი წულაია
წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - მესხიშვილის თეატრთან არსებული ბუჩქი
წლის "სად წავიდეთ?"- ქუთაისის უფუნქციო საპირფარეშოები
წლის „გზავნილი"- გოგი წულაიას მიერ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაგზავნილი ტუალეტის ქაღალდი და ვაზელინი
წლის „დუეტი“- ალეკო ახალაძე, ნანა კოსტავა
წლის "რა ფუნქცია აღარ მოუძებნეს"- ქუთაისის პარლამენტის ყოფილი შენობა
წლის გამაერთიანებელი - პროპორციული არჩევნების ჩაგდება
წლის "აურა"-ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე
წლის "კომენტარს არ ვაკეთებთ"- ქუთაისის მერიის პრესსამსახური
წლის "შეცურვა" -ომარ ნიშნიანიძის "არგო"
წლის მრჩეველი- რაულ ქირია
წლის პრესსამსახური-გიორგი მჟავანაძე
წლის „ამტანი“ - კვერცხებით და საღებავებით შეღებილი შენობები
წლის „იმედგაცრუება“-ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სახელმწიფო დროშის დგარის მეხუთე ცდაზე ვერ აღმართვა
წლის ყველგან და ყველასთან მივალ-იმერეთის გუბერნატორი
წლის „არ მოგვიპარავს, გვიპოვნია, ახლა ჩვენია“-ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
წლის „უქმად ყოფნა არ შემიძლია“-ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია
წლის „ამის მერე თუ გაბედავ“-პოლიტიკოსების სურათებით ბუჩქის მორთვის გამო დაკისრებული 1000-ლარიანი ჯარიმა
წლის კიდევ კარგი რომ არსებობს-2020 წლის საპარლამენტო არჩევნები

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო გილოცავთ შობა-ახალ წელს. გისურვებთ სიკეთეს, სიყვარულს და გპირდებათ, რომ 2020 წელშიც მოახდენს ობიექტურად და ოპერატიულად თქვენს ინფორმირებას. მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად!


ნანახია: 1574-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის
საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE ბედნიერ, შემოსავლიან და სიკეთით სავსე 2017 წელს გისურვებთ!
Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2016 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის

ამინდი