ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალაქის მერიისგან შეშით დახმარებას ითხოვს
თარიღი : 12-03-2014, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მარტოხელა ქალბატონი ციალა ფალავანდიშვილი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შოთა მურღულიას დახმარებას სთხოვს.
ქალბატონი, რომელიც Topnews.com.ge-ს დაუკავშირდა, ამბობს, რომ წლებია შეშის ღუმელზე თბება და საკვებსაც აღნიშნულ ღუმელზე ამზადებს, რადგან მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს.
,,ბატონო შოთა , წლებია ვთბები შეშის ფეჩზე და საკვებსაც ვამზადებ ფეჩზე,რადგან არ მაქვს საშუალება გადვიხადო მოხმარებული გაზის საფასური.რამდენიმე დღეა შეშა გამომელია. გთხოვთ მომეხმაროთ,“- ამბობს ციალა ფალავანდიშვილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონი წლებია მარტო ცხოვრობს. ფალავანდიშვილს ნათესავი სტუდენტი გოგონა უვლის,რომელიც დროებით მარტოხელა ქალბატონთან ცხოვრობს.
Topnews.com.ge აღნიშნული ქალბატონის თხოვნაზე ქალაქის მერიის რეაგირებას ელოდება.