Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გელოდებათ ახალი წლის ღამეს ქუთაისში არსებულ რესტორნებში

თარიღი : 31-12-2019, 17:20 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სად და რა ფასად შეგიძლიათ გაერთოთ ახალი წლის ღამეს ქუთაისში?-იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნების მიერ წარმოდგენილ საახალწლო პროგრამას გთავაზობთ.

კაფე "არგოში" 23:00 საათიდან თქვენს ენერგიულ განწყობასა და გართობაზე წამყვანი და მომღერალი ქეთი თურქაძე იზრუნებს. 01:00 საათიდან კი მას ყველასთვის საყვარელი მომღერალი დავით არჩვაძე სოლო კონცერტით შეუერთდება.

რესტორან "სოლომონში" მისულ სტუმრებს გემრიელი კერძებით ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაუმასპინძლდებიან. საახალწლო განწყობაზე ლელა ლომთაძე და ზვიად საკანდელიძე იზრუნებენ.

რესტორან ,,პალადიუმში" თქვენ გელოდებათ სტუდია "ელიტას" მიერ შესრულებული ცეცხლოვანი სამეჯლისო ცეკვები და უგემრიელესი ქართული კერძები. საღამოს მსახიობი გიორგი ჟორჟოლიანი წაიყვანს. "პალადიუმის" მუსიკოსები თქვენს სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებენ, იქნება გათამაშებები, პრიზები ყველა სტუმრისთვის და სუპერ დაჯილდოვება. მენიუს ღირებულება 40 ლარიდან იწყება.

რესტორან "რეროში" მისულ ადამიანებს კარაოკე საღამო, ცეკვის ტური და მრავალი გასართობი ღონისძიება დაუხვდებათ. ,,რერო" გთავაზობთ უამრავ გათამაშებას, საჩუქარსა და სიურპრიზს. ყველაზე იღბლიანი კი მიიღებს 2 კაციან საგზურს. საღამოს მსახიობი-გიგა აბულაძე და ლანა ცინცაძე წაიყვანს.

რესტორან "ქალაქურში" თქვენს საახალწლო განწყობაზე " X ფაქტორი 2016 -ისა და The Voice Kazakhstan გამარჯვებული ავთო აბესლამიძე იზრუნებს. საღამოს მ.ს.კ “სკვაზნიაკი” და ქალაქურის მუსიკოსები წაიყვანენ. თქვენ გელოდებათ გრანდიოზული შოუ - პროგრამა, მრავალი გათამაშება და დაუვიწყარი ფეირვორკი. ბილეთის ფასი: 10 ლარი.

რესტორან "გრანდ პალასში" მისვლის შემთხვევაში თქვენს საღამოს გვანცა ოსიყმაშვილი, პაჯო და ჯგუფი სახლი გაალამაზებენ.

რესტორან "ამირანში" თქვენ გელოდებათ გასართობი საახალწლო შოუ-პროგრამა და შესანიშნავი რეპერტუარი! სამახსოვრო ფოტოების გადაღება, სადღესასწაულო ფოიერვერკი, ნაციონალური-ქართული ცეკვების პოპური, ლათინო-ამერიკულ სამეჯლისო ცეკვები, სანტა,რომელსაც ყველა სტუმრისთვის აქვს საჩუქრები. დასაწყისი: 23 საათი -06,00. ფასი ერთ პერსონაზე 45-50ლარი. ღირებულებაში ასევე შედის სადღესასწაულო ვახშამი.

ბარ-რესტორან "პაოლოში" 31 დეკემბერს- ახალი წლის შემობრძანების შემდეგ, ღამის პირველ საათზე მშვენიერი ემა წარდგება თქვენს წინაშე. ღონისძიებას წაიყვანენ სახელოვანი არტისტები, „პაოლოს“ მეგობრები ენდი ძიძავა და დათო როინიშვილი. ათვისებადი ლიმიტი 30 ლარი.

ახალი წლის ღამეს ,,პალატში" ცოცხალი მუსიკა - ბენდი ,, Old Colony'' გაალამაზებს.

შეხვდით ახალ წელს ქუთაისის საუკეთესო ტერასაზე "რუფტოპ გრილ რესტორანში" ერეკლე თურქაძესთან ერთად. თქვენ წინ გელოდებათ დაუვიწყარი ახალი წლის საღამო უნიჭიერეს ვირტუოზთან ერთად. უამრავი სიურპრიზი, საახალწლო ტკბილეული და სადღესასწაულო განწყობა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 267-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ ბარ-რესტორნებისა და რესტორნების საახალწლო პროგრამას:
ქუთაისში მოქმედი ბარ–რესტორნებში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
საღამოს კულმინაცია გრანდიოზული ფოიერვერკი იქნება.
საახალწლო საღამოს 700-მდე სტუდენტი დაესწრო.
სტუდენტების საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯგუფი “მწვანე ოთახი” და “პორნო პოეზია” იზრუნებს.

ამინდი