'თქვენი სიყვარულითა და სათნოებით ყველას გვიხალისებთ სიცოცხლეს,'-რას წერენ ქუთაისის მადლიერების სახლის ბენეფიციარები
თარიღი : 30-12-2019, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ააიპ "ქ.ქუთაისის მადლიერების სახლის" ადმინისტრაციას ბენეფიციართა ჯგუფმა სამადლობელი წერილით მიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად მადლიერების სახლის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.
როგორც სამადლობელ წერილში ვკითხულობთ, ბენეფიციარები ადმინისტრაციას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავენ და გაწეული შრომისთვის მადლობას უხდიან.
"ააიპ ქ.ქუთაისის მადლიერების სახლის თანამშრომლებს ქალბატონებს და ბატონებს...თქვენი მადლიერების სახლის უმწეო ბენეფიციარები გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. დაე ეს ახალი –2020–წელი ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახებისათვის ულევი სიხარულის,სიყვარულის, ბედნიერების, ხვავისა და ბარაქის მომტანი, უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. უფალი იყოს თქვენი მფარველი. ნამდვილად დასაფასებელია თქვენი შრომა, ამდენი სხვადასხვა ხასიათისა და აზრის ადამიანების მომსახურეობა, მაგრამ თქვენი სიყვარულითა და სათნოებით ყველას გვიხალისებთ სიცოცხლეს.
გისურვებთ ყველას დიდხანს სიცოცხლეს და ჯამრთელობას. ბენეფიციარების სახელით,"-ნათქვამია წერილში.