Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის სოფელ წყალთაშუას მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს

თარიღი : 29-12-2019, 19:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალთაშუა ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირით სოფელში უკვე 5 ოჯახი სარგებლობს, უახლოეს დღეებში კი გაზიფიცირება სრულად დასრულდება. სოფელში სულ 45 ოჯახი ცხოვრობს.

მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე გაეცნენ და გიორგი მსხვილიძის ოჯახში ბუნებრივი აირი პირველად აანთეს.

ეტაპობრივად მიმდინარეობს გამრიცხველიანების სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე სოფელი ბუნებრივ აირს შეუფერხებლად მიიღებს.


ნანახია: 373-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფელში პირველად ხდება მოსახლეობის უზრუნველყოფა ბუნებრივი აირით.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგნის ყველა თემში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.
გაზიფიკაციის სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება და ბუნებრივი აირით სარგებლობას 400-მდე აბონენტი შეძლებს.

ამინდი