Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ვიზუალურად თეატრი მთლიანად შეიცვალა, უფრო გალამაზდა, განახლდა ინფრასტრუქტურა,'-განახლებული თოჯინების თეატრის გახსნა ძველით ახალი წლისთვის იგეგმება

თარიღი : 28-12-2019, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პატარებისთვის (და არა მარტო პატარებისთვის) საყვარელი სივრცის-ქუთაისის თოჯინების თეატრის გახსნა ძველით ახალი წლის პერიოდში იგეგმება. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge -ს თეატრის დირექტორმა თეიმურაზ ბაღდავაძემ განუცხადა. თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებლის წინაშე 73-ე სეზონს „ჩხიკვთა ქორწილის“ პრემიერით წარადგენს.

„თეატრის გახსნას ძველით ახალი წლის დღეებში ვგეგმავთ. 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა, ან ამ დღეს იქნება გახსნა ან წინა დღეებში იმიტომ, რომ მიწვეულები ვართ თბილისში, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით.

ვიზუალურად თეატრი მთლიანად შეცვალა, უფრო გალამაზდა, განახლდა ინფრასტრუქტურა, გარემონტდა. განათებები, გამწვანება, დარბაზი, სცენა, ყველაფერი რაც ძველი გვქონდა, განვაახლეთ. ხშირად გვეკითხებიან სცენა თუ გადიდდაო, სცენა არ გადიდებულა, ფიზიკურად შეუძლებელია ამ შენაბაში რაიმე დიდი ცვლილება მოახდინო, იმიტომ რომ ძველი შენობაა, მისი არც დანგვევა შეიძლება, არც გაფართოვება, არც კედლების გაწევ-გამოწევა. რაც იყო ის გაკეთდა უბრალოდ, კეთილმოეწყო, გაყვანილობები მთლიანად შეიცვალა, რაც შეეხება ძველ კონსტრუქციას, რომელიც დანგრევის პირას იყო მისული, განახლდა, დამაგრდა, ასე რომ კიდევ კარგა ხანს გაძლებს შენობა. ტექნიკური თვალსაზრისით სამუშაოები უკვე დასრულებულია. მალე გვექნება პრემიერა, ვმუშაობთ „ჩხიკვთა ქორწილზე“, იანვრის დასაწყისში შემოქმედებითი ჯგუფი უკვე სცენაზე გადავა.

მომავალში ვაპირებთ მოვიწვიოთ ახალi რეჟისორები და ცნობადი სახეები, დავტვირთავთ თეატრის ეზოსაც. კეთილმოწყობილი, კოპწია ეზო გვაქვს და რატომ არ უნდა გამოვიყენოთ? შესაძლებელია აქ იყოს გამოფენები, პერფომანსები, ფლეშმობები და ა.შ. სამომავლოდ გვექნება ბევრი კარგი სპექტაკლი, ბევრი სიხარული ბავშვებს, ჩვენ კიდეც სურვილი გვაქვს, თუკი დაგვეხმარებიან (თუკი იქნება ბიუჯეტი ჩვენკენ მომართული), გასტროლები მოვაწყოთ, ვიმოგზაუროთ, ჩვენი თეატრის ხელოვნება წარმოვაჩინოთ,“-ამბობს თეიმურაზ ბაღდავაძე.

ცნობისთვის, ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოიყო. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა. თეატრს 1987 წლის შემდეგ რეაბილიტაცია წელს პირველად ჩაუტარდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამინდი