Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა"

თარიღი : 12-03-2014, 13:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა,“ - ამგვარად აფასებს ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი „ტორპედოს“ სტადიონზე აღნიშნულ საფეხბურთო კლუბსა და თბილისის „დინამოს“ თამაშის დროს მომხდარ ინცინდენტს.
ინცინდენტი 9 მარტს მოხდა. თამაშის დროს „ტორპედოს“ გულშემატკივრები მოედანზე შეიჭრნენ, რის გამოც თამაში ჩაიშალა.
„ტორპედოს“ არც ერთ წევრს არანაირი გამომწვევი ჟესტი არ ჩაუდენია მომხდარი ინციდენტის პროვოცირებისთვის. მწვრთნელის განცხადებით, „დინამომ“ კლუბის თხოვნის მიუხედავად, მათი გულშემატკივრები მაინც ჩამოიყვანა. „ტორპედოს“ კოლექტივი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ქუთაისური და ამასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. გვინდა, რომ ამ საერთო საქმის თანამონაწილეები ვიყოთ. „დინამოს“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეჩვენებინა კარგი თამაში და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, მშვიდობით ჩაგვემთავრებინა იგი. მართალია, ჩვენ თამაშის პირველი ნახევარი წავაგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლას არ ვეცდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი ანგარიში იყო, თუმცა არ იყო გამორიცხული დარჩენილ დროში მარცხს ავმცდარიყავით, მაგრამ ეს ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამჟამად მთლიანი „ტორპედოს“ ყოველთვიური ბიუჯეტის ტოლფასი ხელფასი აქვს „დინამოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. თამაშის მიხედვით „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არ იმსახურებს და იმედია, სანქციებით არ გაგვაგდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არ უნდათ ქუთაისში ფეხბურთი,“ - აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.


ნანახია: 1913-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საფეხბურთო კლუბის „ტორპედოს“ გულშემატკივრები 100 ლარიდან 500 ლარამდე დააჯარიმა.
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში 67-ე წუთზე "ტორპედოს" ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ მეტოქის კარში
პირველი ტაიმი ფრედ, ნულით-ნული დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში "დინამოს" ფეხბურთელმა მეტოქის კარში გაიტანა გოლი.
„ტორპედო“-ს მწვრთნელის რევაზ ძოძუაშვილის განცხადებით, გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს გუნდს ლიდერებში ყოფნის
ეს იყო მოქალაქეთა ის ჯგუფი, ვისაც სურს, რომ ქუთაისში ფეხბურთი ვერ განვითარდეს.
„თავისუფალი საქართველო“ და ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ კომიტეტს „ტორპედოს“ მიმართ

ამინდი