Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა ქუთაისში 2019 წელს?-მერის ანგარიში საზოგადოებას

თარიღი : 27-12-2019, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებსა და მრჩეველთა საბჭოს წევრებს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2019 წელს ქუთაისში სხვადასხვა მიმართულებით  მრავალი პროექტი და პროგრამა განხორციელდა.

როგორც მერმა აღნიშნა, უპრეცენდენტო იყო  საგზაო სამუშაოების მოცულობა-სულ შესრულდა  63 საგზაო  პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება 16 მილიონ ლარამდეა.

გთავაზობთ  განხორციელებული სამუშაოების მოკლე მიმოხილვას.

ინფრასტრუქტურული პროექტები:
საყრდენი კედლების შესაკეთებლად  ( სტიქიის პრევენცია,  37 პროექტი)დაიხარჯა  2 მილიონ ლარამდე.
საბავშვო ბაღების ფლიგელები- 2 პროექტი, ღირებულება 471 000 ლარამდე.
ი.ჭავჭავაძის გამზირის #11-სა  და #13-ს შორის არსებული სკვერი  - ღირებულება 217 000 ლარამდე.
ფასადები  -ღირებულება 565 000 ლარამდე.

სანიაღვრე  სისტემები - ღირებულება 3 მილიონ ლარამდე.
სკოლების მცირე სარეაბილიტაციო  სამუშაოები -  ღირებულება  2 მილიონ ლარამდე.
საექსპლოატაციო სამუშაოები - ღირებულება 4 მილიონ ლარამდე.
 
სოციალური მიმართულებით განხორცილებული პროგრამები:
გადაუდებელი რეაგირების პროგრამა-  პროგრამის ბიუჯეტი 50 000 ლარი.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების ( ნულოვნი  მხედველობის) მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა- პროგრამის ბიუჯეტი 5 500 ლარი.

შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტების  მხარდაჭერის პროგრამა- პროგრამის ბიუჯეტი 7 000 ლარი.

ოჯახური ძალადობის  მსხვერპლთა  დახმარების პროგრამა- პროგრამის ბიუჯეტი 10 000 ლარი.
შინმოვლის პროგრამა- პროგრამის ბიუჯეტი 25 000 ლარი.

ლეიკოზითა და სოლიდური სიმსივნის ფორმით დაავადებულ პირთა თანადგომა- პროგრამის ბიუჯეტი 25 000 ლარი.
კოხლეარულიიმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა  დახმარება  -  პროგრამის ბიუჯეტი 27 000 ლარი.
უფასო მგზავრობა -პროგრამის ბიუჯეტი 293 800 ლარი.

შშმ პირების დახმარება- პროგრამის ბიუჯეტი 35 000 ლარი.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა- პროგრამის ბიუჯეტი 152 000 ლარი.
სოციალურად დაუცველი ოჯახების  ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა- პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარი.

სოციალური ღონისძიებები- პროგრამის ბიუჯეტი 316 700 ლარი.
სარიტუალო დახმარება- პროგრამის ბიუჯეტი 30 000 ლარი.

მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება -პროგრამის ბიუჯეტი1 000 000 ლარი.
მარტოხელა  მშობელთა დახმარების პრორგამა -პროგრამის ბიუჯეტი 10 000 ლარი.
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე  ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა- პროგრამის ბიუჯეტი 340 500 ლარი.
შშმ პირების მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროგრამების დაფინასება/თანადაფინასება- პროგრამის ბიუჯეტი 25 000 ლარი.
 
საბინაო ინფრასტრუქტურის  მიმართულებით განხორციელებული პროგრამები:
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების ბეტონის საფარით კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა 498 000 ლარის ღირებულების 3 ტენდერი 33 ეზოს მოსაწყობად.
ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობებს გადაეცათ 200000 ლარის ღირებულების გადასახური მასალა.
მიმდინარეობს 47286 ლარის ღირებულების  15 მრავალბინიანისაცხოვრებელი  სახლის  დაზიანებული საკანალიზაციო სისტემების აღდგენა.

წერეთლის, დეპოს, ბალანჩივაძის, გაპონოვის და ჯავახიშვილის ქუჩებზე არსებული კიბეების რეაბილიტაცია - ღირებულება 32194 ლარი.

31 მარტის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის, საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია -  ღირებულება 33528 ლარი.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების რეაბილიტაცია- პროგრამის ბიუჯეტი 283405 ლარი.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია - პროგრამის ბიუჯეტი 97 160 ლარი.
ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით თავისუფალი პროექტების განხორციელება - ბიუჯეტი 57000 ლარი.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 24 საცხოვრებელი სახლის ავარიული სახურავების  რეაბილიტაცია -  ღირებულება 190 818 ლარი.

214 ძელსკამის შეძენა- დამონტაჟება საჯარო სივრცეებისთვის -   ღირებულება 68950 ლარი.
გუგუნავს #12-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანებული სახურავის შეკეთება- ღირებულება 56 158 ლარი.
 
 


ნანახია: 322-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით იზრდება.
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული
როგორც გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციიდან ირკვევა, სამსახურმა გასულ წელს სხვადასხვა მიმართულებით შემდეგი 14 პროგრამა