Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2019 წლის წარმატებული კომპანიები და ადამიანები-მასშტაბური დაჯილდოვების რჩეულთა სია

თარიღი : 27-12-2019, 14:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
"წლის ადამიანებისა და კომპანიების დჯილდოვება,"- ასეთია იმ მასშტაბური ღონისძიების სახელწოდება, რომელიც იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს პიარჯგუფის ორგანიზებით წლის რესტორან "შატო გელათში" გაიმართა.

ტრადიციულ დაჯილდოვების ღონისძიებაზე სხვადასხვა სფეროში 2019 წლის წარმატებული კომპანიები და ადამიანები გამოვლინდნენ.
http://www.picz.ge/img/s3/1912/27/9/91488ca293af.jpg
"მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. მიხარია, რომ ტრადიცია გრძელდება და კვლავ მაქვს საშუალება გავუძღვე მთავარი საინფორმაციო სააგენტო "ტოპნიუსი"-ს პიარ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას-წლის კომპანიებისა და ადამიანების დაჯილდოვება 2019. ღონისძიების და ჩვენი შეკრების წესები მარტივია: გვინდა, რომ ერთმანეთს წარმატება გავუზიაროთ. მიხარია, რომ აქ არიან საკუთარ საქმეში წარმატებული და შემდგარი ადამიანები, რომლებმაც ხშირ შემთხვევაში ნოლიდან დაიწყეს და დაუღალავი შრომით, თავდადებით, მონდომებით სასწაულები შექმნეს. ღონისძიების მიზანიც ეს არის-გვინდა ერთმანეთს წარმატებები გავუზიაროთ და წლიდან წლამდე ერთმანეთს სიკეთის კეთებასა და კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევაში შევეჯიბროთ,"-ამგვარად მიმართა შეკრებილ სტუმრებსა და ნომინანტებს ღონისძიების წამყვანმა დათო ლიკლიკაძემ.

30-მდე წარმატებულ, ფინანსურად გამართულ და ბიუჯეტში კეთილსინდისიერად გადამხდელი კომპანიის წარმომადგენლებს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში საუკეთესო კომპანიის "ჯილდო" და მათ სფეროში საუკეთესოს სიგელი გადაეცათ.
http://www.picz.ge/img/s3/1912/27/8/8989bf7d7b00.jpg
1. წლის ლიდერი კლინიკა დასავლეთ საქართველოში-"კლინიკა ბომონდი"
2.წლის ახალგაზრდა უფლებადამცველი-მარიამ ლევიძე
3. წლის სტომატოლოგიური კლინიკა-კლინიკა "დენტალუქსი"
4. წლის სტომატოლოგი-სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალუქსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირინე ჩხარტიშვილი
5. წლის მეან-გინეკოლოგი-ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის სამეანო განყოფილების ხელ-ლი, მეან-გინეკოლოგი ოლეგ სინაურიძე
6. წლის ონკოლოგი-ზურაბ ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ონკოლოგი-ოთარ მეტრეველი
7. წლის პედიატრი დასავლეთ საქართველოში-ზურაბ უბერი
8. წლის დერმატოლოგი-"კლინიკა ბომონდი"-ს დერმატოვენეროლოგიური კაბინეტის ხელ-ლი ბუჭა ჩაკვეტაძე
9. წლის სამოქალაქო აქტივისტი-ნატო დანელია
10. წლის რესტორანი-"შატო გელათი"
11. წლის ღვინის მარანი-"შატო ფერსათი"
12. წლის ფერმერი-გულისა ლანჩავა
13. წლის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი-ანა რაზმაძე
14. წლის კერძო სკოლა-"მერმისი"
15. წლის საკონდიტრო- "ჩერი"
16. წლის ტურისტული სააგენტო-"გუდთრეველი"
17. წლის პროკურორი-ზიტა ჭულუხაძე
18. წლის მეხანძრე-მაშველი-გიორგი ძოწენიძე
19. წლის პოლიციელი-ირაკლი ლანჩავა
20. წლის ბავშვთა გასართობი ცენტრი-"კოკორიკო"
21. წლის საუკეთესო მაღაზია
"BAGMANIA"
22.წლის ავეჯის სახლი-"ნიტა"
23. წლის ბიზნეს ლედი-"ნიტა სახლის" დირექტორი მირანდა ხეცურიანი
24. წლის მსახიობი-ენდი ძიძავა
25 წლის სპორტსმენი-ბექა ლომთაძე
27.წლის დიზაინერი და ყვავილების სალონი- Flowers Lowers-ი და დიზაინერი ნათია გურეშიძე
28. წლის მაჟორიტარი-ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი მერაბ კვიცარიძე
29. წლის ინფრასტრუქტურული პროექტი-ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
30. წლის ზოომაღაზია და ვეტერინალური კლინიკა-Pet Stop-ი


ღონისძიების -„წლის კომპანიების და ადამიანების დაჯილდოვება“ სპონსორებს „კლინიკა ბომონდი“ და რესტორანი "შატო გელათი" წარმოადგენდნენ. ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.

მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმატებული კომპანიებისა და ადამიანების შესახებ სტატიებს მიმდინარე კვირაში შემოგთავაზებთ.


ნანახია: 1775-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართება და ის იმ კომპანიებსა და ადამიანებს გამოავლენს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებულები არიან.
ReproART-ის დამფუძნებელი და დირექტორი ემბრიოლოგი ლიკა ჭყონიაა, რომელსაც საქართველოში ამ სფეროში მუშაობის 30-წლიანი, ხოლო ამერიკის
ექიმობისათვის დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მიღებული აქვს ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი და არაერთი სიგელი წარმატებული

ამინდი