თემურ ქეცბაია ქუთაისში მომხდარ ინცინდენტს გამოეხმაურა
თარიღი : 12-03-2014, 00:20 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

თემურ ქეცბაია ქუთაისში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა, ქუთაისში მომხდართან დაკავშირებით ფეხბურთელებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით.
“სამწუხარო ფაქტი მოხდა, შევდივარ ფეხბურთელების მდგომარეობაში, წარმომიდგენია რა მდგომარეობაში იყვნენ, როცა სტადიონი მოედანზე გადმოვიდა. კი ასეთი ინციდენტები მსოფლიოში ხდება, მაგრამ ეს არაა გასამართლებელი ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს არავითარი წვლილი არ მიუძღვით იმაში, რაც მოხდა, ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდ გავიდნენ და უცებ ხალხი გადმოვიდა სტადიონზე. ამაში არც ფედერაციის დადანაშაულება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ ბევრი ფედერაციას დააბრალებს”, - განაცხადა ქეცბაიამ.
მისივე თქმით, ის სანქციები, რომლებიც გუნდების მიმართ გატარდა სამართლიანია.
“ჩვენ სიტუაციაში ყველა გუნდს უჭირს ფინანსურად. გუნდის ხელმძღვანელობა ხალხს ვერ დააკავებდა, მაგრამ ისეთი რაღაც უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს არ მომხდარიყო. ამაზე თვალის დახუჭვა აღარ შეიძლება. სანქცია, რომ არ ყოფილიყო იტყოდნენ, რატომ დახუჭეს თვალიო, ფაქტი ერთია, რომ ასეთი სანქციები უნდა იყოს და ამგვარი ფაქტების შემდეგ გუნდები უნდა დაისაჯოს”, - განაცხადა თემურ კეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "თბილისის დინამოს" შორის ჩაიშალა. მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში, როდესაც "დინამო თბილისი" სტუმრად ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 ამარცხებდა, ინციდენტი მოხდა. ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებმა მოედანზე ჯერ ქვების სროლა დაიწყეს, შემდეგ კი სტადიონზე ჩავიდნენ და "დინამოს" ფეხბურთელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.