Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია: 300 000 ლარს იღებენ ჯიგრები არაფრის კეთებაში

თარიღი : 27-12-2019, 11:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგო წულაიამ ქუთაისში, სამხატვრო სახლის ყოფილ შენობასთან ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, აღნიშნულ შენობაში ამჟამად 10 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, ამის ფონზე კი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები პრემიებს იღებენ.

"ქუთაისში ათობით ლოკაციაა, სადაც ასე კომპაქტურად არიან ჩასახლებული ადამიანები, ზოგი უნებართვოდ, ზოგი ნებართვით. ისინი საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ამ შენობებაში მყოფებისთვის წყალი არ არსებობს, არც ტუალეტი, ტუალეტს ილევენ ცელოფნებში, ამ პირობებში კი ათობით ბავშვი იზრდება. გამოფიტული, გამომშრალი სახეები აქვთ მათ. მერიის მოვალეობაა, ამ ბავშვებს ელემენტარული პირობები შეუქმნას, ამას არ აკეთებენ, სამაგიეროდ კი ხელფასებსა (რომელიც არ ეკუთვნით, არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას) და პრემიებს იღებენ. გამოვითხოვე მერიიდან ინფორმაცია და მომწერეს: პრემია არ გაცემულა, დანამატი გაიცაო. ალბათ სახელი "დანამატი" ამათთვის შვებაა, ხოდა ამ დანამატმა 11 თვის განმავლობაში შეადგინა 300 000 ლარი. იანვარში კიდევ რას გაიბზრიალებენ სხვა თემააა. ამდენ ფულს იღებენ ჯიგრები არაფრის კეთებაში, როცა ხელფასიც არ ეკუთვნით. ეს არის უზნეობა, ღალატი, ერისა და ქვეყნის წინაშე,"-აცხადებს გოგი წულაია.

საჯარო ინფორმაციაში, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ქალაქის მერიისგან გამოითხოვა, ნათქვამია, რომ 2019 წელს მერიაში პრემია არ გაცემულა, ხოლო 260 000 ლარამდე დანამატი მხოლოდ თანამშრომლებზე გადანაწილდა და ის მერსა და მის მოადგილეებს არ შეხებია.

გოგი წულაიას განცხადებას ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიების გაცემის ტრადიციას გმობს.
გოგი წულაიამ დღევანდელი ბრიფინგი გუგუნავას ქუჩა #12-ში ამორტიზირებულ კორპუსთან გამართა, სადაც 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში
საკრებულოსგან განსვავებით, გამგეობაში პრემია გაიცა, თუმცა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მცირე ოდენობით.
საახალწლო პრემიის გარდა, 11 თვის განმავლობაში მერიაში პრემიის სახით გაცემულია 32 850 ლარი, რაც შეეხება დანამატს, მერიაში 265
ქუთაისის მერის მოადგილეებს ნოდარ მიქიაშვილსა და კონსტანტინე ქავთარაძეს 6 თვეში 34 860 ლარის ოდენობის პრემია-დანამატი აქვთ აღებული.