Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ ვერ დაკიდა დროშა ქუთაისის მერიამ?-კეთილმოწყობის სამსახურის განმარტება

თარიღი : 26-12-2019, 20:54 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
 რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, რატომ ვერ მოხდა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა?-ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი თემასთან დაკავშირებით საზოგადოების შეფასებებს ეხმიანება. როგორც ხიდაშელი სოციალურ ქსელში განმარტავს, გავრცელებული შეფასებები იმის შესახებ, რომ დროშის დგარის მოსაწყობად გამოყოფილი 50 000 ლარი ძვირია,  რომ მოკვლევის გარეშე განხორციელდა პროექტირება და მიუხედავად რამდენჯერმე გამოცხადებული ტენდერისა (რომელიც არ შედგა), ქალაქმა უკვე დახარჯა 10 ათასი ლარი, მცდარი და რეალობას მოკლებულია.
 
„50 ათასი ლარი-ფასი მიღებულია დეტალური ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, საპროექტო ორგანიზაციის მიერ და გავლილი აქვს ფასწარმოქმნის ექსპერტიზა, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე საექსპერტო ორგანოში.
თუ ფასი "გაბერილია" -რატომ არ არის ცხოველი დაინტერესება პრეტენდენტთა მხრიდან?!
 
ამასთან, თუ ტენდერი არ შედგა, 10 ათასი ლარი როგორ დაიხარჯა?! მემგონი ნულების რაოდენობა შეგეშალათ.

 პირველ ლოკაციაზე, სადაც არარეგისტრირებული მიწისქვეშა ნაგებობის გამო ( ვაზუსტებ, აღნიშნული ნაგებობა არ იძებნება საჯარო რეესტრის საკადასტრო რუკაზე) არ განხორციელდა სამუშაოები, საუბარი მოკვლევის არ განხორციელებაზე-მსუბუქად, რომ ვთქვათ არარელევანტურია.
P.S. ავსა კაცსა ავი სიტყვა, ურჩევნია სულსა-გულსა,"-აღნიშნავს ხიდაშელი.
 
შეგახსენებთ, რომ დროშის დგარის მოწყობის მიზნით ელექტრონული ტენდერი მერიამ უკვე მეხუთედ გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების ღირებულება  49 959 ლარს შეადგენს. სახელმწიფო დროშის აღმართვა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #17 სპორტული სკოლის მიმდებარედ  იგეგმება.


ნანახია: 462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამარჯვებულმა კი დროშის დგარის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისში, საზოგადოების და პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა ქალაქის მერიის იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი

ამინდი