Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ახალი წლის პერიოდში ქუთაისის ბაზარი მყიდველის გარეშეა დარჩენილი, რაც იმაზე მიუთითებს რომ ადამიანებს საახალწლოდ პროდუქტების შესაძენად ფული არ აქვთ"

თარიღი : 25-12-2019, 10:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში მივიდა და წინასაახალწლოდ დაცარიელებული სავაჭრო სივრცე გააპროტესტა. მისი თქმით, ახალი წლის პერიოდში ქუთაისის ბაზარი მყიდველის გარეშეა დარჩენილი, რაც იმაზე მიუთითებს რომ ადამიანებს საახალწლოდ პროდუქტების შესაძენად ფული არ აქვთ. მისი თქმით, ბაზარში მხოლოდ გამყიდველები დგანან. წულაია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ვითარებას რეალური თვალით შეხედოს და ზღაპრების მოყოლას, თითქოს ყველაფერი კარგადაა, თავი დაანებოს.

„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში. ეს არის წინასაახალწლო პერიოდი. ამ დროისთვის, თუმდაც 3 წლის წინ, ბაზარში გავლა გაგიჭირდებოდა, იმდენი ხალხი იყო. ახლა კი ხედავთ, რომ ცარიელია ბაზარი, არავინაა მყიდველი. ივანიშვილს მინდა მივმართო, ბატონო ბიძინა, მე არ ვიცი რას გიყვებიან შენ მრჩევლები, როგორ გიხატავენ, რომ ააშენე ქვეყანა, მაგრამ აი, ამ სიტუაციის შემხედვარე გეკითხები, ცენტრალური ბაზარი ქუთაისში, წინასაახალწლოდ უნდა იყოს თუ არა დატვირთული? და ეს მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ქვეყანა არის უკვე უკანალში გარჭობილი შენი წყალობით და ადამიანებს არ აქვთ მყიდველობისუნარიანობა. ადამიანები აღარ დარჩა ქუთაისში, რომ იყიდონ რამე. წინასაახალწლოა სამზადისი უნდა იყოს აქ შე ჩემისბენდენა , აგვისტოს პერიოდი კი არაა ახლა, ქალაქი რომაა დაცლილი. შეხედე შენი თვალით, თუა ვაჭრობა, თუ არიან ადამიანები,მყიდველები. ამის მერე რას გვიყვები, როგორ გვიმტკიცებ, რომ ეს ქვეყანა არის აყვავებული?,“-ამბობს გოგი წულაია.


ნანახია: 369-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი