Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ღონისძიების გარეშე აინთება

თარიღი : 25-12-2019, 10:04 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მთავარი ნაძვის ხე 25 დეკემბერს 20:00 საათზე განათდება, თუმცა ნაძვის ხის ანთების ცერემონიალი საზეიმო ღონისძიების გარეშე ჩაივლის. აღნიშნულის მიზეზად, ქუთაისის მერიამ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალება დაასახელა.

ქუთაისში, მთავარი ნაძვის ხის ანთება 21 დეკემბერს, 18:30 საათზე იგეგმებოდა. ქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთების ცერემონიას მუსიკალურად ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის შერეული გუნდი გააფორმებდა (ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე). ნაძვის ხის ანთების შემდეგ კი, ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კომპიზოტორ ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი უნდა გამართულიყო.

ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის მორთვა უკვე დასრულებულია. ნაძვის ხე წელს, კოლხური შადრევნის თემატიკის მიხედვით მოირთო. მის დიზაინზე ანა რევიშვილმა, ანა ღულაძემ და ნინო ჩხენკელმა იზრუნეს. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ქუთაისს წელს ორიგინალური და გამორჩეული ნაძვის ხე აქვს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 387-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 28 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
როგორც პრესსამსახურში განმარტეს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 27 დეკემბერს გაანათებენ.

ამინდი