Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი გარდაცვლილი დამსახურებული არტისტის ოჯახს უთანაგრძნობს

თარიღი : 24-12-2019, 20:05 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ზვიად შალამბერიძე მესხიშვილის თეატრის მსახიობის ვაჟა ოყრეშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე მესხიშვილის თეატრის მსახიობის ვაჟა ოყრეშიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქუთაისის თეატრის ისტორიის მემატიანის და ყველასათვის საყვარელი მსახიობის ვაჟა ოყრეშიძის გარდაცვალების გამო.

ვაჟა ოყრეშიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის 1960 წლის იანვრიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად და ამ დროის განმავლობაში 100-ზე მეტი როლი განასახიერა.

იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, "ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ საპატიო სიგელის მფლობელი.

იმერეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ვაჟა ოყრეშიძის ოჯახს, ახლობლებს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს და თეატრალურ საზოგადოებას.

ვაჟა ოყრეშიძის სახელი სამუდამოდ დარჩება მესხიშვილის თეატრის ისტორიაში,"- აცხადებს შალამბერიძე.


ნანახია: 268-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის თეატრი თელაველი მაყურებლის წინაშე სამი სპექტაკლით წარდგება.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე, სანდრო ახმეტელის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი
გუბერნიაში აცხადებენ, რომ ბავშვების სპექტაკლზე დაპატიჟების იდეა გუბერნიას და მესხიშვილის თეატრს ერთობლივად ეკუთვნის.

ამინდი