Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბიბლიის' და 'ვეფხისტყაოსნის' შემქმნელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ფენომენია იმის, როგორ უნდა სცენ თაყვანი სიკეთეს არა მარტო ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ ხალხებმა და ერებმა'

თარიღი : 22-12-2019, 20:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ებრაელები ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავენ. დღეს სინაგოგაში მენორაზე სანთლები დაანთეს.

სანთლის დანთების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალაბმერიძემ. მან ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ერებს შორის მეგობრობაზე ისაუბრა.

"გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს - სინათლის სიბნელეზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღეს! "ბიბლიის" და "ვეფხისტყაოსნის" შემქმნელი ხალხის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ფენომენია, რომელიც გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა სცენ თაყვანი სიკეთეს არა მარტო ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ ხალხებმა და ერებმა!

იმერეთი, განსაკუთრებით კი ქუთაისი, სადაც ადრე მოსახლეობის 40% ებრაელი იყო, მუდამ გამოირჩეოდა ებრაელ ხალხთან ურთიერთობის ძალიან მაღალი ხარისხით, აქ იყო უბანი, ცნობილი "ებრაელთა უბნის" სახელით, აქ დაიბადა ბორის გაპონოვი, რომელმაც თარგმნა ივრითზე "ვეფხისტყაოსანი", ქუთაისელი იყო საბა კლდიაშვილი, რომელმაც ოდესაში თავი გასწირა ებრაელთა გადასარჩენად და შავრაზმელთა ტყვიებს აეფარა, სწორედ ქუთაისელმა მაყურებელმა დატოვა რუსული დასის სპექტაკლი მე-20 საუკუნის დასაწყისში, რომელიც ებრაელი ხალხის დისკრედიტაციას ეხებოდა. მნიშვნელოვანია, რომ თვითმართველობის ისტორიაში პირველი ხმის უფლებით ქუთაისის საკრებულოში გვყავდა ებრაელი ხმოსნები.

გასახსენებელი ბევრი გვაქვს, ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და კიდევ ბევრ საუკუნეს გაუძლებს.

ჩვენი ურთიერთობები კიდევ მეტად განმტკიცდება, ღირსეულად გავაგრძელებთ 26-საუკუნოვან მეგობრობას და კიდევ ბევრჯერ აღვნიშნავთ ხანუქას დღესასაწაულს - სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას ერთად! გილოცავთ!", - განაცხადა შალამბერიძემ.

ხანუქა სინათლის და გამარჯვების დღესასწაულია და მისი აღნიშვნა ტრადიციულად რვა დღე გრძელდება.


ნანახია: 333-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ქალაქის ებრაელ მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია ებრაელ ერს და ქუთაისში მცხოვრებ ებრაელებს ხანუქას ულოცავს.
ებრაელთა დღესასწაულთან-ხანუქასთან დაკავშირებით სინაგოგაში დღეს სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა
ელჩთან შეხვედრა მესხიშვილის თეატრში გაგრძელდა
გამოფენაზე, რომელზეც წარმოდგენილი იყო 70-მდე სპორტსმენის 60-მდე სურათი, მიწვეულნი იყვნენ ვეტერანი ქუთაისელი და ქუთაისელ-ებრაელი
დაახლოებით 20 000-მდე ებრაელიდან ამ დროისათვის ქალაქში 230-მდე ებრაელია შემორჩენილი. მათ შორის უმრავლესობას მოხუცები

ამინდი