Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'თბილი და ოჯახური გარემო გვაქვს, ვცდილობთ უკმაყოფილო არ წავიდეს არც ერთი კლიენტი,'-გასართობი ადგილი ბავშვებისთვის და თინეიჯერებისთვის ქუთაისში

თარიღი : 22-12-2019, 19:42 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
თბილი, მხიარული და ოჯახური გარემო-Topnews.com.ge ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრის-"კოკორიკოს" შესახებ მოგიყვებათ. ცენტრი, რომელიც ქუთაისში მეოთხე წელია არსებობს, როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზეა გათვლილი. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე.  

ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ქაშაკაშვილი იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოს "კოკორიკოს" წარმატების ისტორიას უყვება.

„გასართობი ცენტრი „კოკორიკო“  უკვე მეოთხე წელია არსებობს. 2016 წელს დავაარსეთ მე და ჩემმა მეგობარმა ნათია მესხმა. ორივე მრავალშვილიანი დედები ვართ, ამიტომ გვინდოდა შეგვექმნა ისეთი ადგილი, სადაც ჩვენი შვილები გაერთობოდნენ კარგად. თანაც, ქუთაისში იმ პერიოდში, ბავშვთა გასართობი ცენტრების ნაკლებობას ნამდვილად განვიცდიდით, არ იყო რაოდენობრივად იმდენი, არჩევანის საშუალება რომ გვქონოდა. დავაარსეთ „კოკორიკო“. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი ცენტრი ჩვენ გვაქვს, საკმაოდ დიდი სივრცეა, ძალიან თბილ გარემოს ვახვედრებთ ბავშვებს. არ გვაქვს ასე ვთქვათ სიმკაცრე და შეზღუდვები, ძალიან ლოიალურები ვართ მშობლებთან მიმართებაშიც, რაც ძალიან მოსწონთ. ხშირად გვეუბნებიან, საოჯახო გარემოა, როგორც საკუთარ სახლში ვიქნებოდით, ისეთ გარემოს გვიქმნითო. გვაქვს ჯანსაღი საკვები, გაყინულ პროდუქტებს ჩვენ არ ვიყენებთ. აღარაფერს ვამბობ სისუფთავეზე. 
http://www.picz.ge/img/s1/1912/22/0/0df131693590.jpg
ჩვენთან, ბავშვებთან ერთად, თინეიჯერებიც ძალიან ხშირად მოდიან და იხდიან დაბადების დღეებს. ძალიან ხშირად ვიწვევთ სხვადასხვა ჯგუფებს. ახლახანს „რეზო და ბავშვების“ კონცერტი გვქონდა. ყველა გაოცებული დარჩა, არავინ არ ელოდებოდა. ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და გვთხოვეს რომ კიდევ ერთხელ გაგვეკეთებინა,“-აცხადებს ნათია ქაშაკაშვილი.

„კოკორიკოში“ ბავშვების გართობაზე თოჯინების თეატრის მსახიობები და  "მანსანკანელები" ზრუნავენ. არის განსხვავებული პროგრამები. შესაძლებელია კორპორატიული საღამოების მოწყობაც.

„ძალიან კარგი გუნდი გვყავს. გვყავს ჩამოყალიბებული, გამოცდილი და პროფესიონალი მსახიობები. თოჯინების თეატრის მსახიობები არიან ჩვენი წამყვანები, რომლებიც ძალიან დიდ პროგრამაზე მუშაობენ, "მანსანკანელები" კი ძირითადად თინეიჯერების პროგრამაზე. გვყავს ილუზიონისტიც, რაც ძალიან მოსწონთ ბავშვებს. პროგრამა ორ საათიდან ზევითაა, ამაში შედის გართობა მხიარული სტარტები, თოჯინები, მასკოტები, რაც პატარებს განსაკუთრებით ახარებს. თინეიჯერებში კი ყველაზე აქტუალური კარაოკე - სიმღერა და ცეკვებია. ეწყობა კარნავალებიც და ზეიმებიც (დაწყებითი კლასების, ბაღების ბავშვების).

ხშირად კეთდება კორპორატიული საღამოებიც. ჩვენი მუდმივი კლიენტია "ევროკრედიტი", „კრედო“, ჩვენთანაა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესიც“.  ძალიან ხშირად ვაკეთებთ საქველმოქმედო საღამოებს,“-ამბობს ნათია ქაშაკაშვილი.

„კოკორიკოს“  ხელმძღვანელი Topnews.com.ge-ს სამომავლო გეგმებსაც უმხელს.

„გვინდა კიდევ მეტი სერვისი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. უახლოესს მომავალში დავამატებთ სამეცნიერო  სერვისს, ანუ გართობასთან ერთად ბავშვებს გონივრულადაც დავტვირთავთ. ჩვენი მიზანია, ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს, ვინც ჩვენთან მოვა. თბილი და ოჯახური გარემო გვაქვს, ვცდილობთ უკმაყოფილო არ წავიდეს არც ერთი კლიენტი. კლიენტები მოდიან და მოდიან ჩვენთან, ასე რომ, როგორც ჩანს, არ არიან უკმაყოფილოები,“-აცხადებს ქაშაკაშვილი.

"კოკორიკო" პატარებს მხიარული შოუ-პროგრამებით, თბილი გარემოსა და პროფესიონალი პერსონალით კვლავაც გაანებივრებს.
 
 
 


ნანახია: 370-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ცენტრი გათვლილია როგორც ბავშვების, ისე თინეიჯერების გართობაზე. ცენტრში მათ შეუძლიათ გაატარონ სასიამოვნო და სახალისო დღე. გასართობ

ამინდი