Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელში ავარია მსხვერპლით დასრულდა

თარიღი : 20-12-2019, 18:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია შუა ხნის მამაკაცი. შემთხვევა დღეს, გამთენიისას, სოფელ მაღლაკში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. სასწრაფოსა და პოლიციაში თავად ავტომობილის მძღოლმა დარეკა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.


ნანახია: 779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან მძღოლი მიიმალა.

ამინდი