Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"დაახლოებით 2000-მა ბავშვმა დატოვა სკოლა (მათ შორის საჯაროც) იმის გამო, რომ ფინანსები არ აქვს ოჯახებს, რომ წიგნი უყიდოს, რომ ტრანსპორტის ფული მისცეს, არც იმის საშუალება აქვს თანხა გაატანოს სკოლაში"

თარიღი : 20-12-2019, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ქუთაისელი თემურ ლაჭყეპიანი პარლამენტში კანონპროექტს არეგისტრირებს. ლაჭყეპიანი Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ითხოვს შპს სასწავლო დაწესებულებების დაფინანსების წყარო სახელმწიფო იყოს. ამასთან, ლაჭყეპიანი ამბობს, რომ ფული არ უნდა წყვეტდეს ვის როგორი განათლება ექნება. განათლების მიღება კონსტიტუციური უფლებაა და მისი თქმით, ყველა სკოლა (საჯაროც და კერძოც) ერთ დონეზე უნდა გასცემდეს ცოდნას.

„ვარეგისტრირებ კანონპროექტს პარლამენტში იმის თაობაზე, რომ კერძო სკოლებში სწავლებაზე სუბსიდირება სახელმწიფომ გააკეთოს. მსგავსი მოთხოვნა ევროპის ბევრ ქვეყანაში დაყენებულია და ზოგიერთგან პრაქტიკაშიც არის გატარებული, მაგალითად შვედეთსა და ინგლისში. ზოგიერთი პარტია ბრიტანეთში საერთოდ ითხოვს კერძო სკოლების აკრძალვას. მათ აქვთ არგუმენტებიც, რომ მონიტორინგი კერძო სკოლებში ვერ ხდება, არის სხვადასხვა სახის დარღვევები და განუკითხაობა, ამას კი სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ამიტომ უმჯობესია, სახელმწიფომ მათთვისაც დააწესოს ის რეგულაციები, რაც საჯარო სკოლებს ეხება.

ბავშვს რა თქმა უნდა აქვს უფლება ისწავლოს მისთვის სასურველ ნებისმიერ სკოლაში, თუმცა სწავლის გადასახადი მას სახელმწიფომ უნდა დაუფინანსოს. მე კერძო სკოლების დახურვას კი არა, კერძო დაფინანსების მიღების აკრძალვაზე მაქვს საუბარი. ეს განათლების ხარისხის უფრო ამაღლებასაც იწვევს საჯარო სკოლებში. განათლებული საზოგადოება როცა გვეყოლება (ბავშვი რომ განათლებული გაიზრდება), ეკონომიკაც გაუმჯობესდება, ფულიც მეტი ექნება სახელმწიფოს და უფრო მეტად განვითარებულიც იქნება. ამიტომ ფინანსების დაზოგვა განათლებაში ჩემთვის მიუღებელია, მით უმეტეს როცა საქმე ეხება არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებსაც თვითონ უშუალოდ არ აქვთ შემოსავლები.

აი, უმაღლეს სასწავლებლებში, ადამიანი უკვე ჩამოყალიბებულია, სრულწლოვანია, ამ ასაკში მას შეიძლება ჰქონდეს შემოსავალი და თავად დაიფინანსოს სწავლა. მაგრამ, როცა საქმე ეხება ბავშვებს, არასრულწლოვნებს, რომლებსაც მუშაობის უფლება არ აქვთ, არ აქვთ შემოსავლები, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ დროს მათი დაფინანსება. სტატისტიკას რომ გადავხედოთ დაახლოებით 2000-მა ბავშვმა დატოვა სკოლა (მათ შორის საჯაროც) იმის გამო, რომ ფინანსები არ აქვს მათ ოჯახებს, რომ წიგნი უყიდოს, რომ ტრანსპორტის ფული მისცეს, არც იმის საშუალება აქვს თანხა გაატანოს სკოლაში. სახელმწიფომ მოსწავლეების განათლებაში მეტი თანხა უნდა ჩადოს,“-ამბობს ლაჭყეპიანი.

აღნიშნულ კანონპროექტს თემურ ლაჭყეპიანი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს დაარეგისტრირებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 375-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ თავისუფალ სივრცეს რუბრიკით 'ბლოგი'.
ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ფორმის შეკერვას სთხოვენ, რომელიც მშობლებს 100-100 ლარზე მეტი უჯდებათ.
სწავლის პროცესი მინისტრის ბრძანებით, დასახელებულ სკოლებში 3 დღითაა შეწყვეტილი.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მუშაობს როგორც საჯარო სკოლაში, ასევე კერძო სკოლაში.

ამინდი