"ქუთაისს ექნება არსებულზე ოთხჯერ უფრო დიდი და თანამედროვე ტიპის 4-სართულიანი აეროპორტი"
თარიღი : 20-12-2019, 12:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადისა და შიდა ტიხრების მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ასევე, დასრულდა სახურავის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვის სამუშაოები და ეწყობა ღია ვერანდა-ამის შესახებ ინფორმაცია იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან მიაწოდეს.
გაერთიანების ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი. რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. რის შემდეგაც ტერმინალი სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღიჭურვება.
"უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ლანდშაფტის მოწყობა. ახალი სამგზავრო ტერმინალის მთლიანი ფართობი 24 176 კვადრატულ მეტრს შეადგენს და არსებულ ტერმინალთან შედარებით ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 -ჯერ გაიზრდება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის 4 სართულიანი აეროპორტი.
მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და იქნება ერთიანი სივცრე-მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს,"-ნათქვამია ინფორმაციაში.