ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ე.წ. სტეკლოტარის ხიდზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.
"ერთმა მგზავრმა ფეხი იტკინა, მცირედით დაშავდა, ამიტომ გადაყვანილია საავადმყოფოში. გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოუწვია,"-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.