Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, გარდაცვლილი ოპერატორის სახელობის საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხით გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან

თარიღი : 19-12-2019, 18:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს ინიციატივითა და ქუთაისის უნივერსიტეტის მხარდაჭერით,ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში პირველი არხის ოპერატორის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

საქველმოქმედო აქციაში ასევე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო ჩაერთო.

ღონისძიებაზე გამოიფინა მოყვარული ფოტოგრაფების მიერ ქუთაისის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეიძინეს.

საქველმოქმედო ღონიძიებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფოტოების გაყიდვით შეგროვილი თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემა.

სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო წელს მეოთხედ გაიმართა.


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, ტურიზმის ცენტრში მოყვარული ფოტოგრაფების ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
შემოსული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახს გადაეცემა.
ღონისძიებიდან შემოსული თანხით მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს დაეხმარებიან.
სიცოცხლის გადარჩენის დღის იდეა საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს ეკუთვნის.
ღონისძიება, რომელზეც ბიბლიოთეკისათვის თანხების შეგროვება მოხდება, ახალგაზრდულ ცენტრში 16 დეკემბერს გაიმართება.

ამინდი