Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საპატიო მოქალეობის ფასი

თარიღი : 11-03-2014, 13:34 | კატეგორია: სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში არსებული პატივგების კომისია ქალაქის საპატიო მოქალაქეობის კანდიდატებს განიხილავს. ქუთაისის საპატიო მოქალაქის ტიტულს კანდიდატებს ორ მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გადასცემენ. აღნიშნული ტიტული სამ ადამიანს გადაეცემა, რომელშიც ორი აუცილებლად ქუთაისელი უნდა იყოს.
საზოგადოება „ქუთაისელის“ პრეზიდენტი და ქუთაისის საპატიო მოქალაქეების საბჭოს თავმჯდომარე თეიმურაზ ლანჩავა აცხადებს, რომ ქუთაისის საპატიო მოქალაქე ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც საზოგადოებისა და ქალაქისათვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
ლანჩავას თქმით, საპატიო ქუთაისელის ტიტულს ხშირად ნაცნობობით იღებენ.
" საპატიო ქუთაისელობის ტრადიცია 1979 წლიდან მოდის, ხოლო პირველი საპატიო ქუთაისელი პოეტი და აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე იყო. 17 კაცისგან დაკომპლექტებულ პატივგების კომისიას, რომელიც საპატიო ქუთაისელეებს აარჩევს, ქალაქის მერი ხელმძღვანელობს"- აცხადებს ლანჩავა.

მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განცხადებით, საპატიო ქუთაისელობის ბევრ პრეტენდენტს პატივგების კომისიამ უარი უთხრა. მერი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნული ტიტულისგან მოქალაქეები სარგებელს არ უნდა ელოდნონ.


ნანახია: 2749-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერმა დღეს 5 საპატიო ქუთაისელი მიიღო და თითოეულ მათგანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ქუთაისის მერმა საპატიო ქუთაისელები დააჯილდოვა.
საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი საპატიოებს ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ გადასცა.

ამინდი