Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი მაინც ცდილობს, სავარაუდო მოძალადე არ დააჭერინოს,'-ოჯახური ძალადობის პრაქტიკა საქართველოში

თარიღი : 16-12-2019, 23:44 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. მას არც საქართველოსთვის აუვლია გვერდი. ორგანიზაციების ცხელ ხაზზე, რომლებიც  ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვასა და დახმარებას ემსახურებიან, დღეში დაახლოებით 100 ზარი შედის. აქედან უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. უფრო ვრცლად აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge  ადვოკატ მარიამ ლევიძეს ესაუბრა.

„სტატისტიკურად ძალიან აქტუალურია ოჯახური ძალადობების საკითხი. განსაკუთრებით გამოვყოფდი ქალთა მიმართ ძალადობის თემას. ამ კუთხით კანონი უფრო მეტად გამკაცრდა, იქიდან გამომდინარე რომ ქალების უფლებები ნაკლებად იყო დაცული საქართველოში. თუმცა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ კანონი დღეს სრულად იცავს არამარტო ქალების, არამედ ოჯახში მყოფი იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც განიცდიან ძალადობას, ფიზიკური იქნება ეს, ფსიქოლოგიური, სექსუალური, თუ სხვა ნიშნის მქონე.

ქალები ხშირად ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ეს ძირითადად ხდება მეუღლეებს შორის, ზოგჯერ ყოფილი მეუღლეა მოძალადის სტატუსის მქონე. დღეის მდგომარეობით, არაერთი მედიასაშუალებიდან გაჟღერებულა, რომ განქორწინების შემდეგ არ აცდიან წყვილები ერთმანეთს პიროვნულ ზრდას, შემდგომ განვითარებას და ყოფილი ქმრები მაინც ერევიან ყოფილი ცოლების ცხოვრებაში. ხშირად ეს ან მკვლელობით, ან სუიციდამდე მიყვანით სრულდება. ამ ყველაფრის შემსწრეები კი არიან ბავშვები, რომლებიც იმთავითვე მსვერპლად ითვლებიან. ისინი შეიძლება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არ იყვნენ ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან, მაგრამ თუ ამ ძალადობას ყოველდღიურ თუ შუალედურ რეჟიმში უყურებენ, გარკვეულწილად მსხვერპლად ითვლებიან. ამ ტიპის ბავშვები საზოგადოებაში განვითარებას ვერ ახდენენ და აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები.

ძალადობის ინიციატორად შეიძლება ერთ-ერთი მშობელიც გამოიკვეთოს, თუ მას არ უნდა რომ ბავშვი მიაკაროს მეორე მშობელს. ასეთი შემთხვევები უმეტესად მაშინ ხდება, როცა ღალატს აქვს ადგილი. ამ დროს ცდილობენ „მოღალატე“ მშობელი დასაჯონ და ბავშვებს მტრის ხატად წარუდგინონ.  ესეც ძალადობის ფორმაა, როცა ბავშვით მანიპულირებენ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

ფიქსირდება  სექსუალური ძალადობის ფაქტებიც. ასეთი ტიპის ძალადობა შესაძლოა ადმინისტრაციული ქვემდებარეობიდან სისხლის სამართლის ქვემდებარეობაში გადავიდეს, გააჩნია ძალადობის ხასიათის სიმძიმეს,“- ამბობს ლევიძე.

მარიამ ლევიძე Topnews.com.ge-სთან ძალადობის მსხვერპლის დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზეც საუბრობს.

„როდესაც რაიმე ტიპის ძალადობას განიცდის ადამიანი, აქ კანონი დაცვის რამდენიმე საშუალებას გვაძლევს. ეს შეიძლება იყოს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი. თუ მსხვერპლი გააკეთებს განცხადებას, რომ მასზე ძალადობენ, ასე შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანო ვალდებლია მოახდინოს განცხადებაზე რეაგირება, განახორციელობს მსხვერპლის დაცვა ე.წ სავარაუდო მოძალადისგან. განახორციელოს გამოკითხვაც და თუ ჩათვლის, რომ გარკვეული ფაქტები, მტკიცებულებები ან უშუალოდ სიტუაცია წარმოშობს იმის საფუძვლებს, რომ ეს ადამიანი ნამდვილად საჭიროებს დაცვას, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანო თვითონ განსაზღვრავს ვადას, რა დრო ესაჭიროება მსხვერპლს, იმისთვის, რომ მოძალადისგან იყოს დაცული. ეს შეიძლება იყოს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, საჭიროების შემთხვევაში 15 დღიანი, მაგრამ თუ ძალადობა სისტემატიური ხასიათისაა, შესაძლებელია სასამართლომ დამცავი ორდერიც კი გასცეს. ამასთან, იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ძალადობის ცენტრებს აკითხავენ, სპეციალურ თავშესაფრებში გადაჰყავთ. საქართველოში რამდენიმე ასეთი თავშესაფარია,“-აცხადებს მარიამ ლევიძე.

მისივე თქმით, ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ისეთი ქალები ხდებიან, რომლებიც  ხმის ამოღებას ვერ ბედავენ. სოციალური გარემოს, მძიმე ფინანსური სიტუაციებისა და დამოუკიდებლად შვილების აღზრდის შესაძლებლობის არ ქონის გამო ისინი იძულებულები ხდებიან აიტანონ ძალადობა. ხშირად, სასამართლოში შეტანილი განცხადებაც გამოაქვთ.

„ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი მაინც ცდილობს სავარაუდო მოძალადე არ დააჭერინოს. ამდენად, თავიანთი განცხადებები უკან გამოაქვთ ხოლმე მოძალადის  გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომ მათთან არანაირი პრეტენზია აღარ აქვთ. ასეთ დროს, უმეტესად სავარაუდო მოძალადე მაინც ვერ აკონტროლებს საკუთარ ემოციებს ძალადობასთან დაკავშირებით და სრულდება ფატალური შემთხვევებით.
კარგი იქნება, თუ უფრო მეტი არასამთვარობო ორგანიზაცია შეიქმნება, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი ქალების განვითარებაში შეიტანენ დიდ წვლილს, დაასაქმებენ მათ, უფრო მეტად გააძლიერებენ,“- ამბობს ლევიძე.

მისივე თქმით, რამდენადაც დადებითი აქვს სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრებას ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით, იმდენად, უარყოფილი შედეგი მოჰყვა გარკვეულწილად.

„ქალებმა იგრძნეს თავი ურთიერთობებში პრივილეგირებურად. ამდენად არის შემთხვევები, როცა ქალები ახდენენ  მამაკაცების პროვოცირებას, რომ მამაკაცი იყოს ძალადობის ინიციატორი. ან შესაძლოა ძალადობა ერთი მხარიდან მომდინარე არ იყოს და ორივე მხარე იყოს ჩართული, ორმაგ ძალადობას ჰქონდეს ადგილი. ამ დროს საჭიროა ექსპერტიზა.

გარკვეული პროცედურების შემდეგ, თუკი ფიზიკური ძალადობა დადასტურდება, პირი დაექვემდებარება პატიმრობას. ამასთან, დღევანდელი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად არის გათვალისწინებადი საპროცესო შეთანხმება. ოჯახური ძალადობა იმდენად აქტუალური საკითხია, ნაკლებად ითვალისწინებენ შემამსუბუქებელ გარემოებებს,“- ამბობს ლევიძე.


ნანახია: 541-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge 2015 წელსა და 2016 წლის პირველ ნახევარში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული
საია-ს ქუთაისის ფილიალმა 2015 წლის იანვრიდან დღემდე ოჯახში ძალადობის 10 საქმეზე იმუშავა.
მრგვალ მაგიდაზე განხილული იქნა აივ-ინფიცირებულ და ნარკომომხმარებელ ქალთა ძალადობის პრობლემები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების
საცხოვრებელში შექმნილია ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობები.

ამინდი