Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არის კატასტროფული მდგომარეობა"

თარიღი : 15-12-2019, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კადრების დეფიციტი, რთული სამუშაო პირობები და მიზერული ანაზღაურება-იურისტთა ასოციაციის იურისტი ლევან ჭელიძე Topnews.com.ge-სთან იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც მოსამართლეები ქუთაისში, ყოველდღიური მუშაობის პროცესში აწყდებიან.  

იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტოსთან ჭელიძე განმარტავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ერთდროულად სისხლის, სამოქალაქოსა და ადმინისტრაციული საქმეების განხილვა უწევთ.

„ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არის კატასტროფული მდგომარეობა კადრების კუთხით. თუ პირობითად, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა  კოლეგიაში არის 150 მოსამართლე, ქუთაისში სულ 4-ია, ამ ოთხიდან კი რამდენიმე მოსამართლე მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმეების განხილვაშიც იღებს. ანუ მათ, სამოქალაქო საქმეებთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეებიც აწერიათ. შესაბამისად, ერთმა ადამიანმა სისხლიც განიხილოს და სამოქალაქოც რთულია ხომ? მოსამართლეც ხომ ადამიანია? მასაც ხომ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი ან ცუდი, მოსამართლეც ხომ იღლება?

რაც შეეხება ადმინისტრაციულს, აქ ორი მოსამართლე გვყავდა, როცა თბილისში პირობითად 150-ია. აქედან ერთი, ქალბატონი ლელა მილდენბერგერი გასულ ორშაბათს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. დარჩა ახლა მხოლოდ ერთი, ბატონი მალხაზ ჩუბინიძე, რომელიც იხილავს  სისხლსაც და სამოქალაქოსაც. ბატონი მალხაზი ასევე მაგისტრი მოსამართლეა წყალტუბოში. რამდენი საქმე უნდა განიხილოს ამ ადამიანმა? ამას კადრების დეფიციტი კი არა, კადრების არარსებობა ჰქვია. ერთ მოსამართლეს აწერია ათასი და მეტი საქმე. კატასტროფული სამუშაო გრაფიკი აქვთ. საწყლები დახოცილები არიან. ღამის 11 საათზე მირეკავს ზოგჯერ თანაშემწე და მანიშნინებს პროცესებს. მოსამართლეები სახელმწიფოს სახელით გადაწყვეტილებას იღებენ, ამიტომ დახმარება და გვერდით დგომა სჭირდებათ მათ. კადრების შევსება და მიზერული ანაზღაურების გაზრდაა საჭირო,“- ამბობს ლევან ჭელიძე.

ჭელიძის თქით, პრობლემებია სასამართლოს შენობაშიც. დარბაზები არ არის საკმარისი, ამის გამო მოსამართლეები ერთდროულად პროცესებს ვერ ატარებენ. მისივე თქმით, დეფიციტია მოსამართლეების თანაშემწეების კადრების კუთხითაც.

"თანაშემწეები და სხდომის მდივნები არ კმარა სასამართლოს. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ მათ ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, სხვა ქალაქების კადრებთან შედარებით. ამასთან, არის სამოქალაქო საქმეები, რომლებიც კონკრეტულ ვადებში იხილება. ასეთი საქმეები სასამართლოში დღესაც განუხილველია და აწყვია სამი წელია. მე, პირადად მაქვს სარჩელი შეტანილი, რომელიც ჩემს ოჯახს ეხება. საქმე 2016 წელს აღვძარი და დღესაც არ არის ჩანიშნული მოსმენა. აქედან გამომდინარე კატასტროფული მდგომარეობაა. მე მივმართე იუსტიიის უმაღლეს საბჭოს, რათა დაამატონ მოსამართლეები, გამოყონ ცალკე შენობა. მოსამართლეებს სჭირდებათ ჩვენი სიტყვის შეწევა,"-ამბობს ჭელიძე.
 
ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 967-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე სამი იყო, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული მიმართულებით საქმეების განხილვა მხოლოდ
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა დეფიციტმა შესაძლოა სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს.
განსასჯელ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

ამინდი