Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ფლორისტი, რომელიც საზოგადოებას ორიგინალური ნაძვის ხეებით ანებივრებს

თარიღი : 15-12-2019, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge  ნიჭიერი ფლორისტის, თამუნა კვასტიანის შესახებ მოგიყვებათ. ხელნაკეთ ნივთებთან ურთიერთობა თამუნას ბავშვობიდან ჰქონდა. დროდადრო, ამ პროფესიისადმი ინტერესი იმდენად გაეზარდა, რომ უკვე სტუდენტობის პერიოდში, მეგობართან ერთად ყვავილების მაღაზიაც გააკეთა. იღებდა შეკვეთებს და მომხმარებლებიც მრავლად ჰყავდა.  

„ჩემს ოჯახში თითქის ყველას ეხერხება ეს საქმე. ჩემი მშობლები დეკორატორები არიან. შესაბამისად, ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ხელნაკეთ ნივთებთან ურთიერთობა. ყოველთვის ვუყურებდი დედას, როცა ქსოვდა, ან კერავდა რამეს. შემდგომ, როცა სტუდენტი გავხდი, ყვავილებზე მუშაობა გადავწყვიტე. მეგობართან ერთად გავხსენი მაღაზია. თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. მოხდა ისე, რომ მალევე დავოჯახდი, ბავშვი შემეძინა და რაღაც პერიოდი მოვწყდი ამ საქმეს. შემდეგ საზღვარგარეთ წავედი, სადაც შეიძლება ითქვას , რომ გამომადგა ჩემი პროფესია. მიზნად დავისახე უფრო გავნითარებულიყავი პროფესიულად. იქ უფრო კარგად შევისწავლე ჩემი საქმე, დავიხვეწე ტექნიკური კუთხით. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი საზღვარგარეთ ყვავილების მაღაზიაში, ვიღებდი შეკვეთებს: თაიგულები იყო ეს, კოლოფები, კალათები, ანუ, რაც ფლორისტიკაში შედის, ყველაფერს ვაკეთებ,“- ამბობს თამუნა კვასტიანი.

ახალგაზრდა ფლორისტი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც დაბრუნდა, თუმცა შეკვეთები უკვე აქვს. ამბობს, რომ უპირატესობას ბუნებრივ მასალას ანიჭებს და ფლორისტიკურ დიზაინთან ერთად, ქუთაისელებისთვის ულამაზეს, ხელნაკეთ საახალწლო ნაძვის ხეებს ქმნის.

„ცოტა ხნის ჩამოსული ვარ საქართველოში.  ჩამოსვლის დღიდან, ძალიან მალევე დავიწყე მუშაობა, გამომიჩნდა შეკვეთები. ვფიქრობ, რომ აღარ წავიდე საზღვარგარეთ და აქ ჩემი ხაზი მქონდეს. ჩემი მეგობარი ანა რაზმაძე დამეხმარა ძალიან, შემომთავაზა სოციალურ ქსელშიც განმეთავსებინა ჩემი ნამუშევრები. მალევე დაინტერესდნენ ადამიანები ჩემი დეკორატიული ნამუშევრებით. ახლა ქორწილებს ვაფორმებ, თაიგულებიდან დაწყებული, ყველაფერს ვაკეთებ. მათ შორის ხელნაკეთ ნივთებსაც. ძირითადად ვცდილობ უფრო ბუნებრივ მასალებზე ვიმუშაო, ხის ფაქტურები შევიძინო. სულ სიახლის ძიებაში ვარ. მშვიდ გარემოში მიყვარს მუშაობა.
http://www.picz.ge/img/s3/1912/15/6/6287313ce522.jpg
ახლა საახალწლო შეკვეთები მაქვს, ძირითადად გირჩებისგან ვაკეთებ რაღაცებს, ვქმნი სანთლის კომპოზიციებსაც, ვაწყობ ლამაზ ნაძვის ხეებს. რადგან ვირთხის წელი მოდის, ვცდილობ თხილეულობის ელემენტები ჩავსვა. ზოგადად, რა ორგანიზაციებიც მიკვეთავენ, ვცდილობ მათ ინტერიერს შევუხამო ნაძვის ხე, თემატურადაც რომ შესაბამისი იყოს. მოწონება ძალიან დიდია, კმაყოფილები არიან დამკვეთები, ამით მეც სტიმული მეძლევა. მთელი გულით და სულით ვმუშაობ, მთელს ჩემს ენერგიას ვაქსოვ ნამუშევარში,“- ამბობს თამუნა კვასტიანი.

ქუთაისელი ფლორისტი მომავალში პროფესიის კუთხით უფრო მეტად განვითარებას აპირებს და გვპირდება, რომ ქუთაისელებს უფრო გამორჩეული, ფერადი და საინტერესო დეკორაციული ნივთებით გაგვანებივრებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლევანი ტურიზმის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა ამაყობს, რომ მთავარი პროფესიის მიუხედავად, მისი სამუშაო გამოცდილება მრავალმხრივია.

ამინდი