Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ 'ტორპედო'-ს ახალი პატრონი გამოუჩნდა?!

თარიღი : 15-12-2019, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" დავალიანების საკითხიც გვარდება. თუმცა კლუბის ყოფილმა მეპატრონემ ზაალ ჩაჩავამ ვალის მხოლოდ ნაწილი აღიარა. ლაპარაკია 800 ათას ლარზე. სულ კი ვალი 2,7 მილიონია. შევიტყვეთ, რომ სამმხრივი შეთანხმება უნდა შედგეს ქუთაისის მერიას, ასევე, კლუბის ახალ და ძველ მეპატრონეს შორის, რომლითაც ვალების გასტუმრების გრაფიკი დადგინდება,"-აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას "ტორპედო"-ს ფანკლუბი ავრცელებს.

"დავალიანება "ტორპედოს" ლიცენზირების პრობლემას შეუქნიდა. ამიტომ, ახლანდელმა და წასულმა ფეხბურთელებმა, ასევე კლუბის მომსახურე პერსონალმა, ერთი თვის ხელფასზე უარი განაცხადეს. მათ დავალიანებას გაისტუმრებენ - ნაწილს ჩაჩავა გადაიხდის, ნაწილს ახალი ინვესტორი და "ტორპედოს" ლიცენზირების პრობლემა აღარ შეექმნება.

ფანკლუბის სახელით მადლობას ვუხდით ყველა იმ ფეხბურთელს ვინც ტორპედოს გამო ამ დათმობაზე წავიდა,"-ნათქვამია ფანკლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, "ტორპედოს” ყოფილი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას უარყოფს. ამბობს, რომ ჟურნალისტებთან სათქმელი არაფერი აქვს, რადგან კლუბის თემას დიდი ხანია ჩამოშორებულია.

„არა, არ მქონია არანაირი შეხვედრა. არავის არ შევხვედრილვარ, ეს ცრუ ინფორმაციაა. მე დიდი ხანია უკვე ჩამოვშორდი ამ თემას და ახალი არაფერი არ მაქვს თქვენთვის სათქმელი. შეგიძლიათ მერიასთან გაარკვიოთ,“-განაცხადა Topnews.com.ge-სთან ზაალ ჩაჩავამ.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ჩაჩავა ქალაქში ნამდვილად არის, თუმცა მერიის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.

„ტორპედოს“ ახალი პრეზიდენტის თემურ ჩეჩელაშვილის ინფორმაციით, კი ჩაჩავა ხელისუფლების წარმომადგენლებს გასულ კვირაში უნდა შეხვედროდა, შეხვედრა ერთხელ გადაიდო, თუმცა მეორედ შედგა. მისივე თქმით, საუბარი არის იმის შესახებ, რომ ჩაჩავამ დავალიანების ნაწილი დაფაროს.

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას.


ნანახია: 418-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი