Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

აქამდე უცნობი ისტორიული და კულტურული ადგილები ქუთაისში

თარიღი : 14-12-2019, 13:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნაცნობი და უცნობი შენობები, რომლებიც ქუთაისის არქიტექტურისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და საინტერესოა უცხოელი თუ ადგილობრივი ტურისტებისთვის - აღნიშნულ თემაზე „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ ორგანიზებით, ქუთაისში, მომავალი გიდებისთვის ოთხდღიანი სემინარი ჩატარდა.

ტრენინგის ფარგლებში, ქალაქში მსმენელებისთვის არქიტექტურული საინფორმაციო ტური მოეწყო, რომლის დროსაც გიდებმა მე-19 და მე-20 საუკუნის სადარბაზოები და სახლები მოინახულეს. როგორც Topnews.com.ge-სთან „საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, აღნიშნული ობიექტების სილამაზემ საყოველთაო აღტაცება და ინტერესი გამოიწვია.

„ეს საინფორმაციო ტური ჩვენთვის პირველი იყო. ჯერ გიდებს ვამზადებთ, რომლებმაც უნდა იმუშაონ უცხოელ ტურისტებთან. ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ სპეციალური მარშუტი, აღვწეროთ ის ობიექტები, რომლებიც საინტერესოა. ესაა მოპირკეთებული სადარბაზოები, ძველი ბუხრები, რომლებიც როგორც რელიქვიები ისე აქვთ შემონახული, ასევე ვაჩვენოთ მათ როგორი იყო არქიტექტურა მე-19 და მე-20 საუკუნის მიჯნაზე და როგორ შეიცვალა ახლა. ანუ ვაცნობთ ყველაფერს, რაც არის ქალაქში, მაგრამ თვალისთვის ჯერჯერობით უხილავია. გიდების ფუნქციაც ეს არის, ადამიანებს მივაქცევინოთ ყურადღება იმაზე, რასაც ვხედავთ, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. გვინდა ეს არქიტექტურული ტური მარშუტად ვაქციოთ და მოვახდინოთ მისი პოპოლარიზაცია, რათა ხელმისაწვდომი იყოს როგორც ჩამოსული ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი გიდებისთვის. ამიტომ გვინდა განვათავსოთ ამ ობიექტების ფოტოები ინტერნეტში, ჩავწეროთ ვიდეო-ბლოგები, მივუთითოთ მისამართები, სად რისი ნახვაა შესაძლებელი, ამასთან ინფორმაცია, მოკლე ანოტაცია რამდენიმე ენაზეც ვთარგმნოთ და ა.შ. ანუ, იდეაში, ჩვენ, ჩვენი ძალებით ვაკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდეს წესით ადგილობრივი ტურიზმის ცენტრი,“-ამბობს ბერეკაშვილი.

როგორც ბერეკაშვილი განმარტავს, ტრენინგის მიზანია, გიდებს აუმაღლდეთ ქალაქის გამორჩეულ არქიტექტურაზე ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა თავიანთ ტურისტებთან უკეთ წარმოაჩინონ ქუთაისი. მისივე თქმით, ტრენინგ კურსის მენტორი ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი მკვლევარი ხვიჩა ვაშაყმაძე გახლავთ.

„ერთ დღეში ჩვენ მოვინახულეთ ასეთი 5-მდე ლოკაცია, მაგრამ გაცილებით მეტია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სადარბაზოების უმრავლესობა დახურულია. საჭიროა ოჯახების უფრო მეტი ინფორმირებულობა, რომ გააღონ სადარბაზოები რიგგარეშე მნახველებისთვის. ან მოხვდნენ საერთო ტურში და შემდეგ მსურველები დაუკავშირდნენ ინდივიდუალურად ამ ოჯახებს. ეს გაზრდიდა მათ პოპულარობასაც, თუ ჩაერთვებოდნენ ამ პროექტში. მგონია რომ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ასოციაციამ, გიდებმა, ტურიზმის ცენტრმა და იმ ოჯახებმა, ვინც ამ კულტურულ მემკვიდრეობას ფლობენ, ვინც რეალური მესაკუთრეები არიან. საჭიროა სპეციალისტების ჩამოყვანაც და უფრო ფართო მასშტაბით მოხდეს ქუთაისის აღწერა როგორც ფოტომასალით, ისე ანოტაციურად. ამოსაღებია საარქივო მასალაც, რადგან თითოეულ სახლს, სადარბაზოს, გარკვეული ისტორია უკავშირდება, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მომავალ წელს ჩვენ ამ საქმით დავკავდებით, წლის ბოლოს ძალიან კარგი პროდუქტი დაიდება, რასაც ქუთაისის კულტურულ- არქიტექტურული მარშუტი ჰქვია,“- ამბობს ბერეკაშვილი.

გიდის უნარ-ჩვევების ტრენინგი ქუთაისში, ერთი თვეა რაც დაიწყო და მომავალშიც კიდევ უფრო საინტერესო მენტორებითა და თემებით გაგრძელდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 694-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს გიდების ასოციაციის ტურ-ოპერატორებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ყველა ის მნიშვნელოვანი ობიექტი

ამინდი