Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქართული ოცნების' აქციას ქუთაისიდან 3 700 ადამიანზე მეტი უერთდება

თარიღი : 14-12-2019, 11:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელ ღონისძიებას ქუთაისიდან 3 700-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა. ისინი ქუთაისში, სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და თბილისისკენ გამთენიისას დაიძვრნენ.

„დაახლოებით 3 700 ადამიანი გვყავს აღრიცხული, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს თბილისში წამოსვლის და ვინც არ გვყავს აღრიცხული, ისინიც საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან. ისინი გვირეკავდნენ ოფისში, გვთხოვდნენ მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა დროს იყო ღონისძიება ჩანიშნული რომ მოესწროთ ჩამოსვლა, ანუ, თავისი სურვილით და თავისი ტრანსპორტით მოდის ძალიან ბევრი.

არავითარი დაშინება და ძალდატანება არ ყოფილა. მობილიზებას რაც შეეხება, წამოსვლის სურვილი ადამიანებმა გამოთქვეს და ჩვენ როგორც მმართველმა პარტიამ, ორგანიზება გავუწიეთ მათ, რომ გადაადგილება მოხდეს უსაფრთხოდ და ღონისძიება ჩატარდეს ისე, როგორც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას ეკადრება,“- ამბობს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გრიგოლ დალაქიშვილი.

„იცით, რომ დღეს თბილისში საზეიმო ღონისძიება ტარდება, ამიტომ მეც, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე მივდივარ, რა თქმა უნდა ჩემი სურვილით, მივდივარ საქართველოსთვის,“- ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ეს სასიხარულო ამბავია. ამასთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო კონცერტი ტარდება და ვუერთდებით ჩვენც ქუთაისიდან. სოციალურ ქსელში გავიგე ამ ღონისძიების შესახებ პირველად, ამასთან, ქუთაისი პატარა ქალაქია, მეგობრები მყავს, ახლობლები, ნათესავები, გავაგებინეთ ერთმანეთს, კონკრეტულად ვინ მითხრა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ასე იყო. არც ის ვიცი ტრანსპორტი და საკვები თუ უფასოა, მე ჩემი თავის იმედად მივდივარ. ერთი ის ვიცი, რომ მეგობრებმა მითხრეს, ამა და ამ ადგილზე ვიკრიბებითო, ვუცდი მათ და წავალთ ერთად,“-ამბობს მოქალაქე მადინა უგლავა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 697-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან.

ამინდი