Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

' ბარმენი კარგი მესაიდუმლე, კარგი მეგობარი და სასურველი მასპინძელია. ამასთანავე, კარგი შემოსავალი აქვს,'- რამდენად პოპულარულია ქუთაისში ბარმენის პროფესია

თარიღი : 14-12-2019, 10:33 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის ბარმენთა ასოციაცია არის ადგილი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ ბარმენის პროფესიას და მიიღონ შესაბამისი სერტიფიკატიც. ქუთაისში "ბარმენთა ასოციაცია" 2017 წლის თებერვალში გაიხსნა. იგი პერიოდულად აცხადებს ბარმენთა მოსამზადებელ 2 თვიან კურსს, სადაც სწავლება საერთაშორისო სტანდარტებით მიდინარეობს.
როგორც Topnews.com.ge-ს იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კოხრეიძემ განუცხადა, სტუდენტები სტაჟირებას ქუთაისის პრესტიჟულ ბარებში გადიან. შემდეგ კი იმერეთის ბარმენთა ასოციაცია მისი კურსდამთავრებულების დასაქმებას უზრუნველყოფს.

„ზოგადად, საქართველოს ბარმენთა ასოციაცია 2002 წელს ბატონმა ჟაკო ჯორჯაძემ დააარსა. მისი დახმარებით ბარმენთა სკოლები სხვადასხვა ქალაქში გაიხსნა. ქუთაისში კი ეს მოხდა 2017 წლის 2 თებერვალს. მე და ჩემს მეგობარს ბორის კიკაძეს გვქონდა ინიციატივა, რომ ბარმენთა სკოლა გაგვეხსნა. ამდენად ბორისმა, თავისი ხარჯებით, ბატონი ჟაკოსა და ჩვენი, ქუთაისელი ბარმენების თანადგომით გახსნა სკოლა.

იმერეთის ბარმენთა ასოციაციაში ასწავლიან ბარმენობას. ჩვენ ყოველ ორ- სამ თვეში ვაცხადებთ მიღებას. სწავლის კურსი ორთვიანია. კვირაში სამი დღე უტარდებათ ლექციები, ტრენინგები და მასტერკლასები. ვასწავლით სწორ მომსახურებას, ფსიქოლოგიის ნაწილს, საქონელმცოდნეობას. ამ უკანასკნელში შედის საქონლის, მათი ფასების მიღება, მენიუს გაკეთება. ანუ, როდესაც იხსნება რესტორანი, მეპატრონეს მენიუსს ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენ ვუკეთებთ კალკულაციას. მინდა გითხრათ, რომ 100-დან 99% თანახმა არიან ჩვენ მიერ გაკეთებულ მენიუზე. ვასწავლით ასევე ფლაირინგს, ბოთლების თამაშს.

ბარმენთა პროფესიის მსურველები ბევრნი არიან, ადამიანებს უნდათ მოსვლა, მაგრამ ეშინიათ რამდენად დასაქმდებიან შემდეგ. არადა 2 თვიანი კურსის გავლის შემდეგ მათ დასაქმების 100%-იანი შესაძლებლობა აქვთ. იმიტომ რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ რესტორანთან, სასტუმროსთან, სხვადასხვა დაწესებულებებთან, რომლებიც ბარმენებს ერთი, ორი, ან რამდენიმე დღით ქირაობენ. ასეთ დაწესებულებებში შედის მაგალითად ქორწილების სახლები, ანუ ქორწილის დროსაც სჭირდებათ ბარმენები, ასევე სხვადასხვა ივენთების დროსაც. ყოველდღე მირეკავენ სხვადასხვა ობიექტებიდან, ძირითადად გოგო ბარმენები სჭირდებათ, ამ დროს ვცდილობთ ისინი ისეთ სამსახურებში გავუშვათ, სადაც კომფორტულად იგრძნობენ თავს და არა უხერხულად. ამასთან, ჩვენ გვყავს იურისტები. თუკი ხელშეკრულება დაირღვევა, ან ბარმენი დაიჩაგრება, მას შეუძლია მოგვმართოს და ჩვენი იურისტები დაეხმარებიან თავისი სიმართლის დამტკიცებაში. ჩვენ ამ შემთხვევაშიც, ასევე დასაქმების კუთხითაც ყველანაირად გვერდში დავუდგებით მათ.

ამასთან, ხშირად ტარდება ჩემპიონატებიც. ჯერ იმერეთის ჩემპიონატი ტარდება. აქ გამარჯვებულები, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულები, საქართველოს, შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდიან. იცით, რომ სულ ახლახანს  ბორის კიკაძე, 2019 წლის ბარმენთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა,“- ამბობს გიორგი კოხრეიძე.

გიორგი რამდენიმე დღეა, რაც იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გახდა. ის 11 წელია აღნიშნულ პროფესიას ემსახურება, შესაბამისად Topnews.com.ge -სთან ბარმენობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ბარმენობა მრავალფეროვნებაა. არამარტო სასმელების ცოდნაზეა აქ საუბარი, არამედ ბარმენისა და მისი სტუმრის ურთიერთობაზე. ჩვენ ჩვენი სტუმრები გვიყვარს, ვაფასებთ. ბარმენი ძალიან ბევრ მეგობარს იძენს, ბარმენი კარგი მესაიდუმლე, კარგი მეგობარი და სასურველი მასპინძელია. ამასთანავე, კარგი შემოსავალი აქვს. ვიცით, რომ საქართველოში, ფიქსირებული ხელფასი ნებისმიერ ადამიანს, საშუალოდ 25-30 ლარი აქვთ დღიური, ჩვენ ესეც ხომ გვაქვს და ამასთან ჩაის ფულიც გვრჩება, რომელსაც ჩვენი ღიმილით, დადებითი განწყობითა და კარგი მომსახურებით გამოვიმუშავებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური შემოსავლის წყაროა, თუკი სწორ ობიექტზე, სწორად მუშაობ და კარგად იცი შენი საქმე,“-ამბობს კოხრეიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1149-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლის გახსნის მიზანს პროფესიონალ ბარმენთა მომზადება წარმოადგენს.
მისი თქმით, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა უდგას.
15 წლის გიორგი იმერეთის სოფელ წყალფორეთიდანაა.

ამინდი