Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ შაშიაშვილი: შესაძლოა ქუთაისის მერობაზე ვიყარო კენჭი

თარიღი : 10-03-2014, 21:49 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ქუთაისი ასევე ყოფილმა მერმა თემურ შაშიაშვილმა, შესაძლო ქალაქის მერობის კანდიდატობაზე იყაროს კენჭი.
როგორც შაშიაშვილმა topnews.com.ge-ს განუცხადა, მას ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა ქუთაისის მერის არჩევნებში მონაწილოებას.

"ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მეხმიანება ქუთაისიდან და მთხოვენ,კენჭი ვიყარო! ძალიან განვიცდი ქუთაისის დღევანდელ მდგომარეობას. ქალაქი მაფიოზური კლანების გამგებლობაში რჩება. ისევ "ნაცმოძრაობის" ნარჩენების ხელშია ყველაფერი და მათ „ოცნების“ წარმომადგენლებიც მშვენივრად შეუხმატკბილდნენ. მე ბოლო წუთამდე არ შევიტან განაცხადს. თუ ქუთაისის მერად ძალიან ძლიერი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩემზე მეტის გაკეთება შეეძლება. მე მყოფნის იმის ვაჟკაცობაც, ზნეობაც და მორალიც, რომ არ ვიყარო კენჭი და ასეთ კანდიდატს დავუჭირო მხარი,"- აცხადებს შაშიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს არის ჩანიშნული.


ნანახია: 1956-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ შაშიაშვილი პოლიტიკური ორგანიზაცია 'თეთრების' დამფუძნებელია. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება კენჭისყრის თაობაზე უახლოეს
კოპალიანის მერად დანიშვნის ერთ–ერთ ინიციატორად სწორედ შაშიაშვილი მოიაზრება.
შაშიაშვილის თქმით, ქუთაისს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც საკუთარი თავით დადის.
შაშიაშვილის განცხადებით, თუ არჩევნები არ გაყალბდა, გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
შაშიაშვილმა არჩევანი ქუთაისში, 36-ე საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულ #96 საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები 2 მარტს არის ჩანიშნული. აღნიშნულის შესახებ იმერეთის ყოფილი

ამინდი