Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი პირველკლასელი, რომელმაც 100 ქულა 2 წუთში და 33 წამში დააგროვა

თარიღი : 13-12-2019, 12:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ყველაზე წიგნიერ პირველკლასელს გიორგი ბუხაიძეს გაგაცნობთ. გიორგი ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მან მთელი კვირის შემაჯამებელ ტესტირებაში 100 ქულა 2 წუთში და 33 წამში დააგროვა. გიორგის კითხვების წაკითხვაში მშობელი, თეონა ხეცურიანი დაეხმარა.

„ეს არის ეტალონის ქვეპროგრამა „ izrune.ge“, რომელიც ყოველ ხუთშაბათს ტარდება. მასში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლები არიან ჩართული. რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს. ოჯახის წევრს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი პაკეტი თვეების მიხედვით. თუმცა, რადგან ჩვენი სკოლა ეტალონის პარტნიორია, ვსარგებლობთ განსაკუთრებული პირობებით, ამდენად დარეგისტრირება ლარი ღირს. ყოველ ხუთშაბათს გამოდის ეს სასწავლო პროგრამა კომპიუტერში და ბავშვი მშობელთან ერთად პასუხობს კითხვებს სხვადასხვა საგნებიდან. აჯილდოვებენ შემდეგ სიგელებით. ძალიან კარგი პროექტია, ქუთაისში მასიურად ვართ სკოლები ჩართული ამ საგანმანათებლო პროექტში,“- ამბობს პირველი სკოლის დირექტორი სალომე სარალიძე.

izrune.ge მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ყოველ ხუთშაბათს გაიარონ სავარჯიშო ტესტები და მოემზადონ თვის შემაჯამებელი ტესტირებისთვის, რომელიც თვეში ერთხელ, თვის ბოლო კვირა დღეს- მშობლის თანდასწრებით ტარდება. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია. ოჯახს საშუალება აქვს მიღებული დიპლომი შეინახოს, ამობეჭდოს ან გააზიაროს სოციალური ქსელის საშუალებით.

izrune.ge-ს იდეა 25-წლიანი გამოცდილების და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე გაჩნდა. პროგრამის მიზანია ოჯახის წევრებს მისცენ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშუალოდ იზრუნონ შვილების აღზრდა -განათლება- წახალისებაზე და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე.

ავტორი ქეთი გელაშვილი


ნანახია: 833-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტ-ჩემპიონატ 'ეტალონის' ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ამინდი