Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ასეთი ნაძვის ხე ჯერ არ ყოფილა ქუთაისში-რას გვპირდებიან ქუთაისელი დიზაინერები

თარიღი : 13-12-2019, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი დიზაინერები ანა რევიშვილი, ანა ღულაძე და ნინო ჩხენკელი მიმდინარე წელს გამორჩეულ და ორიგინალურ ნაძვის ხეს გვპირდებიან. ისინი ნაძვის ხის სათამაშოებს თავად ამზადებენ. Topnews.com.ge-სთან საუბარში კი ამბობენ, რომ ნაძვის ხე წელს, კოლხური შადრევნის თემატიკის მიხედვით მოირთვება.

„ნაძვის ხის გაწყობა უკვე დავიწყეთ. ინსპირაცია კოლხური შადრევანია. სამი დიზაინერი ვმუშაობთ. სამუშაოები ნამდვილად რთული შესასრულებელია, რადგან ხელით გვიწევს ყველაფრის გაკეთება, ამას ძალა სჭირდება, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნო პროცესია. თემატური კონსტრუქციები თანდათან დაემატება.

ყველაფერი რკინის კონსტრუქციით დამზადდა. მოქანდაკეებმა გიორგი კიკვაძემ და გიორგი დარსაველიძემ ჩვენი ესკიზის მიხედვით გააკეთეს. ძალიან დაგვეხმარა ქუთგანათებაც. 21 დეკემბრამდე აუცილებლად მოვასწრებთ და განათდება ჩვენი ნაძვის ხე. ახლაც მისულები ვართ, დილიდან ვმუშაობთ გვიანობამდე, ყოველდღიურ რეჟიმში. მთელი გუნდი ვართ ჩართულები იმისთვის, რომ წელს ქუთაისელებს გამორჩეული და განსაკუთრებული ნაძვის ხე ჰქონდეთ. აქედანვე დადებითი განწყობით არიან ქუთაისელები, მოსწონთ ძალიან და ჩვენ ეს, მოტივაციას უფრო გვმატებს. მანქანას აჩერებენ, ბავშვები ფოტოებს უკვე იღებენ, უხარიათ, ყველა გვილოცავს, ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი ნაძვის ხე ჯერ არ ყოფილა ქუთაისში,“- ამბობს დიზაინერი ანა რევიშვილი.

მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე მთავარი საახალწლო ნაძვის ხის განათება 21 დეკემბერს იგეგმება, საახალწლო განათებები კი უფრო ადრე ჩაირთვება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 969-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის წინ განთავსდება.
როგორც პრესსამსახურში განმარტეს, ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 27 დეკემბერს გაანათებენ.
მთავარი ნაძვის ხის გარდა, ქალაქში საახალწლო აქსესუარებიც განათდა.

ამინდი