Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს-13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

თარიღი : 13-12-2019, 09:43 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. დედაღვთისამ მას მოუწოდა საქართველოში წამოსვლა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმ. ანდრიას უნდა ექადაგა. ქართლის ტერიტორიაზე იგი პირველად დიდ აჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი. წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.


ნანახია: 403-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართლმადიდებელი სამყარო დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი კი მიმდინარე წელს
სადღესასწაულო წირვას ესწრებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძე, გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და
ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თამარ მეფის ეპოქაში, XII-XIII საუკუნეებშია აგებული.

ამინდი