Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისი კარგავს ტურისტებს და რეგიონალური ჰაბის ფუნქციას მგზავრთა გადაყვანის კუთხით,’- რას მოუტანს ქუთაისს ჩქაროსნული მატარებლის ქალაქში გაჩერება?

თარიღი : 12-12-2019, 14:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი ქუთაისში ჩქაროსნული მატარებლის საჭიროებაზე საუბრობს. მისთვის გაუგებარია, თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისში რატომ არ ჩერდება. ბერეკაშვილი ამბობს, რომ ამის გამო ქალაქი კარგავს პოტენციურ ტურისტებს და შესაძლებლობას იყოს რეგიონალური ჰაბი მგზავრთა გადაყვანის კუთხით.

„იცით, რომ თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისში არ ჩერდება. აქედან გამომდინარე, ტურისტებს, რომლებსაც სურთ, რომ ქუთაისიდან კომფორტულად, ჩქაროსნული მატარებლით იმგზავრონ ბათუმის ან თბილისის მიმართულებით, ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. არც ბათუმიდან და თბილისიდან ჩქაროსნული მატარებლით ქუთაისში მოხვედრის შესაძლებლობა აქვთ. ამით ქუთაისი კარგავს ტურისტებს და რეგიონალური ჰაბის ფუნქციას მგზავრთა გადაყვანის კუთხით. არადა თბილისი-ბათუმის ხაზი ქუთაისის გარეშე წარმოუდგენელია. არ მესმის, დღემდე როგორ არ ხერხდება, რომ ჩქაროსნული მატარებელი ქუთაისშიც გაჩერდეს. როგორც ვიცი, რკინიგზის დეპარტამენტი არ არის უარზე, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი თხოვნა ქალაქის ხელმძღვანელობიდან, მერი იქნება ეს თუ გუბერნატორი. უნდა გაკეთდეს განაცხადი, ჰქონდეთ პირადი კომუნიკაცია რკინიგზის დეპარტამენტთან იმისთვის, რომ ჩასვან ქუთაისი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამგზავრო და ტურისტული საკვანძო პუნქტი.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თბილისი-ბათუმის ხაზში ჩაჯდომა, რადგან ეს ხაზი ზუსტად ტურისტებისთვის არის დატვირთული იმიტომ, რომ თბილისში ჩამოსული ტურისტები მირბიან ბათუმში, ბათუმში ჩამოსულები კი თბილისში. შუაშია ქუთაისი, ჩვენ ქალაქში ჩქაროსნული მატარებელი აუცილებლად უნდა გაჩერდეს. თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხს გულიანად მოეკიდება, ქუთაისი ტურისტებისთვის ბევრად მიმზიდველი ქალაქი გახდება,“ – ამბობს ბერეკაშვილი.

„ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე ჩქაროსნული მატარებლის სადგურის მოწყობისთვის ორ ვარიანტს განიხილავს.

„ერთია აეროპორტთან, რომლის გაკეთებასაც არ დაადგა საშველი. თუმცა დიდი თანხებია საჭირო, იქ სადგური რომ მოეწყოს. მეორე ვარიანტი კი უკვე არსებული რიონის სადგურია, სადაც ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე არის, თუმცა საჭიროა ადაპტირებული მისადგომი ჩქაროსნული მატარებლისთვის. ასევე გასაკეთებელი იქნება გარე განათება, გასაახლებელი გზის საფარი. დასანიშნია სპეციალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი რიონჰესის სადგურიდან ქუთაისის რომელიმე მნიშვნელოვან პუნქტამდე. ამის მოწყობას არ სჭირდება თვეები და წლები, სჭირდება მოკლე დრო. ეს სამომავლოდ ძალიან კარგი იქნება ქალაქისთვის, უფრო მეტი ტურისტი მოინახულებს ქუთაისს. ქუთაისიდან ყველა მიმართულებით შესაძლებელი უნდა გახდეს კომფორტულად მოგზაურობა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევუკოწიწებთ ტურისტებს, ქუთაისი ყველასთვის იქნება მიმზიდველი,“- ამბობს ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, თუ რიონის სადგური ინფრასტრუქტურულად მოეწყობა, გაჩნდება დასაქმების პერსპექტივაც. შესაძლოა მოსახლეობამ იქვე საოჯახო სასტუმროებიც მოაწყონ, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს მათ.

„რიონის სადგურის მიმდებარე დასახლებაში ეკონომიურად ძალიან გაჭირვებული მოსახლეობა ცხოვრობს. თუ სადგური მოეწყობა, ამას საოჯახო სასტუმროების განვითარებაც მოყვება. თუ ვინმე გააკეთებს იქ საოჯახო სასტუმროს, მიუთითებს, რომ ეს სასტუმრო სადგურიდან ძალიან ახლოსაა, ტურისტმა შესაძლოა სწორედ ეს სასტუმრო აირჩიოს დასარჩენად. აღნიშნული მოსახლოებასაც დიდ სარგებელს მოუტანს და ქალაქის პერიფერიული ნაწილიც განვითარდება,“- ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1026-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდიდან თბილისისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლის მგზავრები დახმარებას ითხოვენ.
პრემიერის განცხადებით, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შემდეგ ქუთაისი უნდა გახდეს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი.

ამინდი