Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბანკში მივედი, ძაან ვთხოვე, საჭმლის ფული არ მაქვს რამე მაინც მომეცი-თქო და 35 ლარი ავიღე პენსიიდან,'-უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ქალბატონი სოციალურ შემწეობას ითხოვს

თარიღი : 12-12-2019, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მაყვალა სვანიძე სოციალური დახმარების დანიშვნას ითხოვს. 64 წლის ქალბატონი ამჟამად ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ნათესავის ბინაში ცხოვრობს. მას თავის სარჩენად არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. ამბობს, რომ მეუღლის ავადმყოფობის გამო პენსია გამოიტანა, ამიტომ 2023 წლამდე ვეღარ აიღებს. მეუღლის გადარჩენა ვერ შეძლო, ის ერთი თვის წინ სიმსივნით გარდაეცვალა და ახლა სახლის ერთ ოთახში ყოველგვარი შემოსავლის გარეშე მარტო დარჩა. შესაბამისად, საკვებით მეზობლები ეხმარებიან და ხშირ შემთხვევაში გადასახადების ფულსაც ისინი უგროვებენ.

"მე თვითონ ავადმყოფი ქალი ვარ, ოპერაცია მესაჭიროება. წამლების ფულიც არ მქონდა, მეზობელმა შემიძინა, გაახარებს ღმერთი. არც საჭმლის ფული მაქვს. საკვებიც მეზობლებს შემოაქვთ, რომ აკეთებენ, შემომაწოდებენ ხოლმე. არანაირი შემოსავალი არ მაქვს. წელს მეუღლის ავადმყოფობის გამო 13 000 ლარი გამოვიტანე, ამიტომ პენსიას 2023 წლამდე ვერ ავიღებ.

სოციალურ დახმარებას არ ვიღებ, არ მომანიჭეს შესაბამისი ქულა, მაგრამ ახლა მპირდებიან მომავალ წელს აუცილებლად გექნებაო. მარტოსული ქალი ვარ, მეუღლე აღარ მყავს, გარდამეცვალა, პენსია მე არ მაქვს, ნათესავის ბინაში ვარ, შვილი პატიმარი მყავს, რატომ არ უნდა მომცენ დახმარება, რით ვირჩინო თავი? ამ თვეში ბანკში მივედი, ძაან ვთხოვე, საჭმლის ფული არ მაქვს რამე მაინც მომეცითქო და 35 ლარი ავიღე პენსიიდან.

ოფურჩხეთში მაქვს სახლი, მაგრამ გასაკეთებელია, წყალი ჩამოდის, იქ ვერ იცხოვრება, სოციალური სამსახურიდან იქაც იყვნენ მისულნი და აწი მპირდებიან დაგინიშნავთო. ჩვენი დეპუტატი გიორგი ჭეიშვილიც მომეხმარა. 50 ლარი მაინც რომ მქონდეს კარგია. მათხოვრად ვერ დავჯდები, სულ მეზობლებს ვერ შევაწუხებ,"-ამბობს მაყვალა სვანიძე.

ადგილზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია იმყოფებოდა. მან ხელისუფლებას მოუწოდა, ფულის ტყუილად ფლანგვას ასეთ გაჭირვებულ ადამიანებს შეუწყონ ხელი.

"კარგად ხედავთ რა პირობებშიც ცხოვრობს ეს ქალბატონი. ხელისუფლებამ კი 14 დეკემბრის აქციის ჩატარებაში, ძალის დემონსტრირებაში 2 მილიონზე მეტი უნდა დახარჯოს. სჯობს მუსკულებით ჩვენთან ლაპარაკს თავი დაანებონ და ამ გაჭირვებულ ხალხს მიხედონ. მერე ეს ხალხი თავის ნებით წაყვებიან აქციაზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაანებეთ სისულელეებს თავი და მიხედეთ ადამიანებს. სიკვდილიანობა გაზრდილია, ემიგრაცია გაზრდილია, საქართველო ქართველების გარეშე რომ იყოს, ეს გინდათ?",-ამბობს წულაია.


ნანახია: 354-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.
დიანა ნიქაბაძე ამბობს, რომ დახმარება მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ქალბატონს არც პენსია აქვს. ნიქაბაძეს საპენსიო
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ქუთაისში მცხოვრები ნინო მაისაშვილი დახმარებას ითხოვს.

ამინდი