Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ერთ კაცს, რომელსაც მსუბუქი მანქანით მიჰყავს 4 კაცი 'ქართილი ოცნების" აქციაზე, აძლევენ 70 ლიტრ ბენზინსა და 100 ლარს ხარჯისთვის"

თარიღი : 11-12-2019, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისში დაგეგმილი 14 დეკემბრის აქციისთვის მიმდინარეობს ხალხზე ზეწოლა,-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველი ძალა ყველანაირ რესურს იყენებს, იმისთვის რომ " ქართული ოცნების" აქციაზე ბევრი ხალხი გამოიყვანოს.

"მიმდინარეობს ტოტალური ზეწოლა ადამიანებზე, რათა 14 დეკემბერს ჩაატარონ ის აქცია, რომელიც დაგეგმეს. იცით, რომ მათ მხოლოდ ის აქვთ სათქმელი, ოპოზიციას ხალხი ვერ გამოჰყავსო. ახლა თვითონ არიან ამ დილემის წინაშე დამდგარი. უნდათ, რომ რაც შეიძლება ხალხმრავალი აქცია ჩაატარონ. პირდაპირი დავალებები აქვთ მიცემული. ვისაც ტენდერები მოგებული აქვთ, ისინი ვალდებულნი არიან თავისი მუშახელი წაიყვანონ აქციაზე. ამასთან, რესურსცენტრს ევალება 150 კაცის წაყვანა, ბაგა-ბაღების გაერთიანებასაც ამდენივეს გამოყვანა. ერთ კაცს, რომელსაც მსუბუქი მანქანით მიჰყავს 4 კაცი, აძლევენ 70 ლიტრ ბენზინსა და 100 ლარს ხარჯისთვის. ეს ხალხის მიერ მოწოდებული ინფორმაციაა. არ უნდა ამ ხალხს წასვლა, მაგრამ იცით რომ შიშით ვერავინ ვერ ილაპარაკებს კამერებთან. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტონ ასეთი სისულელეების კეთება და ის ფული, რასაც ახლა გადაყრიან, დაახარჯონ ხალხს და ავტომატურად მიცემენ მერე ხმას,"-ამბობს გოგი წულაია.

შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, თბილისში “ქართული ოცნება” აქციის გამართავს. ამის შესახებ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისში გამართულ შეკრებას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

“14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის მიმდინარე საზეიმო კვირეულს შეაჯამებს. ასევე გვსურს მოვუწოდოთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირებს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და დესტრუქციული ქმედებებისგან,”-განაცხადა ჩაკვეტაძემ.


ნანახია: 1175-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობამ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის მიერ აღმოჩენილი დარღვევები შეაჯამა.

ამინდი