Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა 10 წლის ვირტუოზმა პარიზში საერთაშორისო ფონდიდ საშობაო გალა-კონცერტი მეორედ გახსნა

თარიღი : 10-12-2019, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
პარიზში, მარსელ დასოს სასახლეში, შანზ ელიზეზე, საერთაშორისო ფონდ SOS Talent Foundation-ის საშობაო გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის ინიციატივითა და ხელშეწყობით 4 ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა.

მონაწილეებს შორის იყო 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც კონცერტის ყველაზე ახალგაზრდა ტალანტს წარმოადგენდა. პატარა ვირტუოზმა აღნიშნულ გალა-კონცერტი უკვე მეორედ გახსნა.  

ლიზა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. № 1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მე-5 კლასის მოსწავლეა. მისი პედაგოგი ხათუნა ჭოხონელიძეა. 

საღამო, ტრადიცულად, საფრანგეთის საბრძოლო ავიაციის დამფუძნებლის მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის პატრონაჟით გაიმართა.

ფონდი "სოს ტალანტები"  2000 წელს დაარსდა და მისი მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობაა. საქართველოდან ფონდისთვის მუსიკალური ტალანტების აღმოჩენა პიანისტის და იუნესკოს პირველი ქართველი არტისტის-ელისო ბოლქვაძის ძალისხმევით ხდება.


ნანახია: 1148-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მელიტონ ბალანჩილაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა საახალწლო გალა-კონცერტი გამართა,
გთავაზობთ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას:
საბავშვო კონცერტები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა - გაყიდვა, თეატრალური წარმოდგენები, დრამების შოუ- ეს ღონისძიებები ქალაქში დღის

ამინდი