Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ მოვიზიდოთ ტურისტები-ქუთაისში რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი გაიმართა

თარიღი : 10-12-2019, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ტურიზმის მარკეტინგი-ახალი ბაზრების ათვისება“- აღნიშნულ თემაზე რეგიონის ტურისტული კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებისათვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგს ორგანიზება იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ გაუწია.

საქართველოში ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით წამყვანი ტრენინგ ცენტრის CRDC ტრენერმა ვიკა შარიამ მონაწილეებს საკუთარ გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ახალი ტურისტული ბაზრების ასათვისებლად საჭირო ტექნიკებზე, რათა მათ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ ახალ ბაზრებზე წილის გაზრდა, ბაზრის დივერსიფიცირება და მომგებიანობის ამაღლება, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყანასა და იმერეთის რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე, ასევე ტურისტების მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხების აკუმულირების ზრდაზე.

„როგორ მოვიზიდოთ ბევრი კლიენტი იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ის და გავხადოთ ძალიან ლოიალური კომპანიისათვის? ამისთვის, პირველ რიგში საჭიროა გავფილტროთ ის ქვეყნები, სადაც გვაქვს პირდაპირი ფრენები. მეორე, გავაკეთოთ იქ კონკურენციის ანალიზი. სიტყვაზე, თუ მე ვხვდები, რომ იმ კონკრეტულ ბაზარზე ჩემს კონკურენტ კომპანიას აქვს ძალიან ძლიერი პოზიცია, მე იქ ჩემს რესურს აღარ დავხარჯავ და დავიწყებ სხვა ბაზრის მოძიებას. არ ღირს ის დრო და ის ფინანსური რესურსი, რომ ვეცადო და ჩავძირო ჩემი კონკურენტი. მირჩევია შევქმნა ჩემი უნიკალური პროდუქტი, რომელიც მექნება მხოლოდ მე, ეს უკვე ჩემს პროფესიონალიზმსა და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული. უნდა ვიმუშაო სხვა ახალ ბაზარზე, სადაც ამ პროდუქტს მოვარგებ მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს.

ამასთან, იმისთვის, რომ ახალ ბაზრებზე გავიდეთ, უნდა შევქმნათ ძლიერი ბრენდი, ვეცადოთ აქ, ქვეყანაში დავამყაროთ მძლავრი პოზიცია, რადგან კომპანიის იმიჯი ძალიან გვეხმარება იმაში, მივიღოთ საუკეთესო და ოპტიმალური პირობები ჩვენს პარტნიორებთან და მომწოდებლებთან, იგივე სასტუმროებისგან, სატრანპორტო კომპანიებისგან და ა.შ. უნდა მოვახერხოთ ის, რომ ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებსა და მომწოდებლებს უნდოდეთ ჩვენთან თანამშრომლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით კონკურენტუნარიანი და ყოველთვის გვექნება საუკეთესო პოზიციები ჩვენს კლიენტებთან. ეს ნიშნავს უფრო დაბალ ფასებს, უფრო მოქნილ პირობებს და უფრო მჭიდრო და ლოიალურ დამოკიდებულებას ერთმანეთთან,“- ამბობს ტრენერი ვიკა შარია.

„ეს არის შემთხვევა, როდესაც ტრენინგი ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებაზე საქართველოს რეგიონებში პირველად ტარდება. იმერეთი კი ამ მხრივ მოწინავეა. მისასალმებელია იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ინიციატივა, რითაც ისინი სრულიად უსასყიდლოდ მხარს უჭერენ ადამიანური რესურსების გადამზადებას, ჩვენი გუნდი კი მზადაა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას. ტრენინგები გაგრძელდება. მოვიცავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს,“- ამბობს ტრენინგ ცენტრ CRDC-ის გენერალური დირექტორი პეტრე ადამაძე.

ტურისტული ობიექტების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ტრენინგის დადებით შედეგებს მალევე იგრძნობებ საკუთარ საქმიანობაში და შეძლებენ ახალი ბაზრების ათვისებას.
„რესტორანი „შატო გელათი“ უკვე ერთი წელია არსებობს. ობიექტი მდებარეობს გელათის ტერიტორიაზე. გვყავს უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან იმ ადგილმდებარეობით, სადაც ჩვენი რესტორანია. თვალსაჩინოა რესტორნის ნებისმიერი სივრციდან გელათის ტაძარი. ეს არის მნიშვნელოვანი უცხოელი სტუმრისთვის. ის თან აგემოვნებს ჩვენს კერძებს, თან ტკბება ხედით. თუმცა ვაწყდებით გარკვეულ პრობლემებს. არიან ჯგუფები, „ფუდ ტურისტები“, რომლებსაც გათვლილია აქვთ თითოეული საათი, შემოდიან მხოლოდ ლანჩის და სადილის დროს, ამდენად ვერ ასწრებენ ჩვენი კერძების უფრო კარგად დაგემოვნებას. არიან ისეთი ჯგუფებიც, რომლებიც გასტროტურიზმით დაინტერესებულები არიან, მათთვის მნიშვნელოვანია გემო შეიგრძნონ ყველა იმ ქართული ტრადიციული კერძის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ამ კუთხით ვაწყდებით პრობლემებს. ჩვენ გვინდა, რომ მრავალფეროვანი მენიუ შევთავაზოთ ტურისტს და ზოგჯერ ამის საშუალება არ გვაქვს. ჩვენ გვინდა მოვიწვიოთ ისეთი ჯგუფები, რომლებიც კერძების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ, შევთავაზოთ მასტერკლასები, ქართული ღვინის გემო უკეთ შეიგრძნონ და ა.შ. ამ მხრივ გვინდა განვითარება,“- ამბობს „შატო გელათის“ დირექტორი ნესტან კოხრეიძე.

„ჩვენ ვმუშაობდით უფრო მეტად რუსეთის ბაზარზე. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა განცხადება და შეწყდა ფრენები საქართველოს მიმართულებით, ჩვენს კომპანიასაც შეეხო აღნიშნული. არა მარტო ჩვენ, არამედ გიდებიც, ტურისტული კომპანიები, კვების ობიექტები, საოჯახო სასტუმროები აღმოვჩნდით პრობლემის წინაშე. დღევანდელი ტრენინგი დაეთმო სწორედ ახალი ბაზრების მოძიებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა ახალ ბაზარზე გასვლა,“- ამბობს ტურისტული კომპანია Check in Georgia-ს დამფუძნებელი მიხეილ ელბაქიძე.

ტრენინგის დასრულების შემდგომ თითოეული მონაწილე ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ორენოვატი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 390-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა ჯდება დასვენება ბათუმში და რა ჯდება იგივე მომსახურება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქალაქ ბარსელონაში? ფასების

ამინდი