Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როდიდან და რამდენი ხნით დაისვენებენ ქუთაისის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მოსწავლეები

თარიღი : 10-12-2019, 17:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2019-2020 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები საქართველოს, მათ შორის ქუთაისის საჯარო სკოლებში, 31 დეკემბრიდან დაიწყება. მოსწავლეები სკოლაში 31 დეკემბერს უკვე აღარ მივლენ. სასწავლო პროცესი კი 15 იანვრიდან განახლდება.

"ამის თაობაზე ბრძანება ჯერ არ მოგვსვლია, თუმცა თვის ბოლო რიცხვია ნათქვამი არდადეგების დაწყების დროდ. სავარაუდოდ 14-15 რიცხვისთვის განახლდება სწავლა. ზოგადად ასეა ხოლმე, მაგრამ ზუსტი ვადები ჯერ არ არის განსაზღვრული. ველოდებით ბრძანებას,"- ამბობს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.
რაც შეეხება ქუთაისის ბაგა-ბაღებს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი 27 დეკემბერს შეწყდება და აღსაზრდელები 20 ან 27 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

"27 დეკემბერს ვწყვეტთ სასწავლო პროცესს და ვეცდებით 20 იანვარს განვაახლოთ. იცით, რომ ახლა მომავალი წლის კვების ტენდერებს ვაცხადებთ, თუ ტექნიკურმა მხარემ ხელი არ შეგვიშალა, 20 იანვრიდან განვაახლებთ, თუ არადა 27 იანვრიდან ყველა ვარიანტში მოხდება სწავლის განახლება,“- აცხადებს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 491-ჯერ

მსგავსი სიახლეები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე არდადეგები 16 დღის განმავლობაში ფასტანს
სწავლის სრულად განახლებამდე კი მორიგე ბაღების სახით, გაერთიანების 4 ფილიალი იმუშავებს.
ქუთაისის ბაგა-ბაღებში 2019 წელს ცვლილებები იგეგმება.
ახალი სასწავლო წლისთვის ქუთაისის 3 ბაგა-ბაღს მიშენებები მიემატა.

ამინდი