ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენობაში მოსახვედრად ჟურნალისტებს საშვი დასჭირდებათ
თარიღი : 10-12-2019, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენობაში გადააადგილებას მედიის წარმომადგენლები მხოლოდ საშვების საშუალებით შეძლებენ. შენობაში გადაადგილების ახალ წესთან დაკავშირებით მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, საშვთა სისტემა მსოფლიოში (მათ შორის საქართველოში) ფართოდ გავრცელებული და აპრობირებული თემაა.
" არც ერთ ჟურნალისტს არ შეექმნება საშვის მიღების პრობლემა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ავიცილოთ შენობაში მედიას ამოფარებული ადამიანების არ დაშვება, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის ჩვენთვის,"-აცხადებენ მერიაში.