Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

თარიღი : 10-12-2019, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დღეიდან ირაკლი შენგელია შეასრულებს. ამის შესახებ დღეს, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ აღნიშნა, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზე თავად უარი განაცხადა, ვინაიდან ირაკლი შენგელიას აღნიშნული პოსტის დაკავების დიდი სურვილი ჰქონდა.

"კანონის და რეგლამენტის გათვალისწინებით, მე დამევალა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულება, მანამ სანამ არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ვინ იქნება საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე. შესაბამისად, საკრებულო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. არის პროცედურები, განსახილველი საკითხები, ეს გახლავთ ბიუჯეტი. შესაბამისად საჭირო იყო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს მივიღეთ,"-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

თუ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, ეს საკრებულოს უახლოესს სხდომაზე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. იგი ქალაქის საკრებულოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა.

"გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გთხოვთ, მიიღოთ ცნობად ჩემი განცხადება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ,"-ამ განცხადებით ნიკოლოზ ლატარიამ საკრებულოს ოფიციალურად 9 დეკემბერს მიმართა.


ნანახია: 1056-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი