Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

11 წლის ქუთაისელი მოჭადრაკე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინიშზე ზედიზედ ხუთი პარტია მოიგო

თარიღი : 10-12-2019, 10:41 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
11 წლის ქუთაისელმა მოჭადრაკემ, დავით ნემსაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინიშზე ზედიზედ ხუთი პარტია მოიგო. მან 9 შესაძლებლიდან 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი მოიპოვა.
 
შეხვედრა 12-წლამდე კატეგორიის მონაწილეებს შორის ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა. სწრაფ ჭადრაკში, ინდივიდუალური ასპარეზობები ევროპის ჩემპიონატზე 3 დეკემბერს დასრულდა.
 
„ტურნირი მიმდინარეობდა ტალინში. 1-ლი დეკემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით იყო ჩქარჭადრაკი, რაპიდებსა და ბლიცებში. დავითმა გაიყო მეორე-მეოთხე ადგილი რაპიდში. ევროპის ჩემპიონატის ფინიშზე ზედიზედ ხუთი პარტია მოიგო. ძალიან კარგად ითამაშა, კმაყოფილი ვარ. ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა, თუმცა მაინც შეძლო დაწინაურება. თან 11 წლის გახდა 1-ელ დეკემბერს. ევროპის კვალობაზე ასეთი შედეგის ჩვენება ძალიან კარგია.

ახლა გველოდება საქართველოს ჩემპიონატი, შემდეგ ტარდება ევროპისა და  მსოფლიოს პირველობები, სადაც 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღებს მონაწილებას. მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში ტარდება, ევროპის პირველობა კი საბერძნეთში, ვემზადებით წარმატებებისთვის. მანამდე, 20 დეკემბერს საქართველოს თასი იწყება და დავითი ამისთვის  თბილისში იასპარეზებს,"-ამბობს დავითის მწვრთნელი და საჭადრაკო კლუბ „მაიას“ დირექტორი ნიკოლოზ მანაგაძე.
 
11 წლის მოჭადრაკე დავით ნემსაძე არაერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია. ის იმერეთის მამაკაცთა ჩემპიონი და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია. წელს, აპრილში კი ქალაქ ანტალიაში მსოფლიო სასკოლო პირველობაზე დავითმა მესამე ადგილი აიღო. ქუთაისელი ჩემპიონი ჭადრაკს 5 წლიდან თამაშობს.


ნანახია: 1162-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი