Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ჰყვება მშობელი, რომელიც ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის პედაგოგს მესამე კლასის მოსწავლეზე ძალადობაში ადანაშაულებს

თარიღი : 9-12-2019, 18:02 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში მომხდარი ძალადობის ფაქტზე სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებამ გამოძიება უკვე დაიწყო. 8 წლის ბავშვის მშობელმა ცირა ხაბურძანიამ რეაგირებისთვის სახალხო დამცველს, განათლების მინისტრს, შსს-ს, ადგილობრივ რესურსცენტრსა და მანდატურის სამსახურსაც მიმართა. ხაბურძანია Topnews.com.ge-sთან საუბარში ამბობს, რომ თანაკლასელების მშობლები პედაგოგს ხელს აფარებენ და ცდილობენ მომხდარი ფაქტი (თმის მოგლეჯვა) თავად ბავშვს დააბრალონ. ხაბურძანიას თქმით, მშობლები ამისთვის იმ ვერსიაზე საუბრობენ, თითქოს მესამე კლასის მოსწავლემ თავად შეიჭრა თმა, თუმცა სად შეიჭრა, ამაზე სხვადასხვა ვერსია აქვთ.

„ყველა უწყება იძიებს საქმეს თავის მხრივ, საქმის კურსში ასევე ჩავაყენე მანდატურის სამსახური. როგორც იციან, ამ დროს, მოხდა მშობლებისა და ბავშვების დაპირისპირება. მათ გაავრცელეს ახალი ვერსია, თითქმოს ჩემმა შვილმა თავად შეიჭრა თმა. აქ საინტერესოა ის, რომ, ერთი მშობელი მეუბნება, ბავშვმა თმა ბუფეტში შეიჭრაო, მეორემ საპირფარეშოშიო, ჩვენებას კი სხვაგვარად აძლევენ. ამბობენ, ბავშვმა მერხის ქვეშ შეყო თავი და ისე მოიჭრაო. ერთ-ერთმა მშობელმა დამირეკა, კარგად დაფიქრდი, ჩემმა შვილმა, რომელმაც ტყუილები არ იცის, მითხრა გოგონების ტუალეტში შევიდა და ღრიჭოდან დავინახე როგორ იჭრიდა თმასო. თუ დაინახა ეს, მაშინ ჩვენებაში სხვა რამ რატომ თქვა? ანუ, მიმდინარეობს ამ პატარებზე ზეწოლა. ძალიან დიდი პრობლემაა, როცა 8 წლის ასაკში ბავშვებს ასწავლიან, როგორ დასწამონ ცილი მათ თანატოლს. ვერ იმახსოვრებენ ბავშვები ამ ვერსიას და ამბავს სხვადასხვანაირად ჰყვებიან.

ერთ-ერთი ბავშვი გავაჩერე და ვკითხე, მაშინ მითხარი, ვინ ათხოვა მაკრატელი-მეთქო და ორი ბავშვის გვარი დამისახელა. როგორ, ორი მაკრატლით შეიჭრა თმათქო? და კიო, მერე დედამისმა გააჩერა, ამან არ იცისო. მერე მითხრეს, რომ რვეული და მაკრატელი გაიტანა ერთად ჩემმა შვილმა, რვეულიდან ფურცელი ამოხია და გაახვია თმა, რვეული კი საპირფარეშოში იპოვეს. მაშინვე გადავამოწმე ჩანთა და ყველა რვეული ადგილზე ჰქონდა ბავშვს, ეს რომ ვუთხარი, ხო, შეიძლება სხვისი რვეული იყოო. მოკლედ, ყველანაირი ტყუილებით ცდილობენ თავის დაძვრენას. უნდათ რომ თმის შეჭრა დააფიქსირონ ოფიციალურ ვერსიად, მაგრამ კითხვას რომ ვსვამ, სად შეიჭრა ბავშვმა თმა, იბნევიან და ყველა სხვადასხვა რამეს მეუბნება. ამიტომაც ჩავრთე საქმეში მანდატურის სამსახური. ამოიღონ კამერები და მაჩვენონ სად გადის ჩემი შვილი მაკრატლით ხელში. თუ რვეულით და მაკრატლით გავიდა კლასიდან, რატომ არაფერი ჰკითხა მასწავლებელმა? და თუკი მერხის ქვეშ იყო შემძვრალი, ესეც როგორ გამოეპარა პედაგოგს? ან, ასე უნაკლოდ როგორ შეიჭრა თმა, რომ შეჭრის არანაირი კვალი არ ეტყობა. მე ვითხოვ რეაგირებას.

ჩემმი შვილი გადავიყვანე პარალელურ კლასში, მე ვერაფრით წარმომიდგენია იგივე მასწავლებელთან რომ დავსვა. ჩემს შვილს კი უნდა, მაგრამ ვერ წარმოუდგენია თავისი ბავშვური ფანტაზიით, ამ ყველაფრის შემდეგ რას შეიძლება შეეჩეხოს კლასში,“-ამბობს ხაბურძანია.

შეგახსენებთ, რომ მშობელი ცირა ხაბურძანია ამბობს, რომ მის შვილს, მესამე კლასელ ბავშვს, კლასის დამრიგებელი ფიზიკურად შეეხო. შვილმა მას სკოლიდან თმის ის ნაწილი მიუტანა, რომელიც მასწავლებელმა თვიდან ამოგლიჯა. ხაბურძანია განმარტავს, რომ პედაგოგისგან მის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აქამდეც შეუნიშნავს, თუმცა ძალადობის ასეთი ფაქტი არასდროს დაუფიქსირებია. მისივე თქმით, მესამე კლასელმა ბავშვმა თმა ჩუმად შეინახა, რათა ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის.
თავად პედაგოგი ამტკიცებს, რომ 8 წლის ბავშვს მხოლოდ შენიშვნა მისცა, ფიზიკურ ძალადობას კი ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, თმის ბღუჯა, რომელზეც ქალბატონი ცირა მიუთითებს, ბავშვის ფანტაზიას უკავშირდება.

სკოლის დირექტორი თამაზ ჭაბუკიანი კი Topnews.com.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ბავშვზე ძალადობის ფაქტი დადასტურდება, სკოლის ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისს ღონისძიებებს გაატარებს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 422-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინციდენტი რაიონის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მე-12 საჯარო სკოლის მესამეკლასელ ბავშვს შორის მოხდა.

ამინდი