Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

განახლებული თოჯინების თეატრი ახალ სეზონს საახალწლოდ, 'ჩხიკვთა ქორწილით' გახსნის

თარიღი : 9-12-2019, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ი. გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი სეზონს საახალწლოდ გახსნის. ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს თეიმურაზ ბაღდავაძემ განუცხადა. როგორც თოჯინების თეატრის დირექტორი ამბობს, შემოქმედებითი გუნდი ქუთაისელი მაყურებლის წინაშე "ჩხიკვთა ქორწილით" წარსდგება, რომლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა.

„თეატრი 73-ე სეზონს საახალწლოდ, სავარაუდოდ თვის ბოლოსკენ გახსნის. დავალაგეთ ავეჯი და მიმდინარეობს ტესტირებები. სპექტაკლები ხომ უნდა მოერგოს ახალ განათებებს? ახლა უკვე შიდა სამუშაოები გვაქვს. მალე მაყურებელს „ჩხიკვთა ქორწილს" განახლებულ კედლებში წარვუდგენთ. სპექტაკლის რეჟისურა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ლევან გაბრიჭიძეს ეკუთვნის,“- ამბობს თეატრის დირექტორი თეიმურაზ ბაღდავაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თოჯინების თეატრის სრული რეაბილიტაციისთვის 534 655 ლარი გამოიყო. რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა.

ცნობისთვის, თეატრს 1987 წლის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1071-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოჯინების თეატრის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის მეორე კვარტალში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამინდი