"პირველი შემთხვევაა, როდესაც ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა"
თარიღი : 9-12-2019, 12:16 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ამ დრომდე უცნობია, ვინ შეასრულებს ქუთაისის საკრებულს თავმჯდომარის მოვალეობას. საკრებულოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატებად ნიკა ლატარიას მოადგილეებირამაზ ჩხიკვაძე და ირაკლი შენგელია განიხილებიან. თავად ლატარიას კი გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ოფიციალური წერილობითი განცხადებით ბიუროსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს.
"ჯერჯერობით სიახლე არაფერია. ნიკა ლატარიამ დატოვა თანამდებობა, ოფიციალური განცხადებით ის სავარაუდოდ, დღეს მოგვმართავს. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება კი რამაზ ჩხიკვაძეს ან ირაკლი შენგელიას დაეკისრება. შემიძლია გითხრათ, რომ პირველი შემთხვევაა როცა საკრებულოს თავმჯდომარემ თავისი განცხადებით დატოვა პოსტი, თუ როდესმე ვინმე წასულა, ან იმპიჩმენტით, ან ვადა ამოეწურა,“- ამბობენ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. იგი ქალაქის საკრებულოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ხელმძღვანელობდა.