Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,’- მკვლელი ადგილები ქუთაისში

თარიღი : 9-12-2019, 10:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქუთაისში ზებრა გადასასვლელების ნაწილი უკვე არის ე.წ შავი წერტილი, რადგან ყოველ თვეში ხდება 3-4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა,“-ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს ა/ო „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითისთვის, მესხიშვილი ქუთაისში არსებული ზებრა გადასასვლელების უმეტესობაზე საუბრობს, რომლებიც, როგორც თავად აღნიშნავს, ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშეა მოწყობილი და ავტოსაგზაო შემთხვევებს იწვევს.

„ჩვენ ქუთაისში ვიყავით, რამდენიმე ადგილი მოვინახულეთ, სადაც ხდებოდა ბევრი საგზაო შემთხვევა, სხვათაშორის ჩვენ ეს ინფორმაცია თავად მოსახლეობისგან გვქონდა. პრობლემები ძირითადად უკავშირდება ქვეითებს. პირდაპირ გეტყვით, რომ ქუთაისის საგზაო ინფრასტრუქტურა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ერთია ის, რომ რაღაც, ვთქვათ გზის საფარი, ტროტუარი სარემონტოა, მაგრამ, მეორე ის, რომ ზებრა გადასასვლელები მოწყობილია ყოველგვარი საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით. მაგალითად, როდესაც მძღოლი მიდის, ზებრა გადადასვლელი მისთვის არის სიურპრიზი. ანუ, მძღოლმა, რომელსაც მოძრაობის წესის დაცვა სურს, შეიძლება რეაგირება ვერ მოასწროს, რომ ქვეითს დაუთმოს გზა. მე რაც ვნახე ქუთაისში, სხვათაშორის მძღოლები ცდილობენ ქვეითს დაუთმონ გზა, მაგრამ თავად ზებრა გადადასვლელებია ისე მოწყობილი, რომ უმეტეს შემთხვევაში მასზე რეაგირებას მძღოლი ვერ ასწრებს. სტანდარტების დარღვევა სწორედ ამას ნიშნავს. სანამ ზებრა გადასასვლელს მიუახლოვდება მძღოლი, უნდა იყოს მაფრთხილებელი საგზაო ნიშანი 50-100 მეტრის დაშორებით. და თუ ამ გადასასვლელზე ინტენსიურია ქვეითების გადასვლა, აქ უნდა იყოს შუქნიშანი ხო? ქუთაისში კი, ოთხზოლიანი საგზაო მოძრაობისას ზებრა გადასასვლელები არის, თუმცა არ არის შუქნიშანი. ამდენად როცა ერთი უთმობს ქვეითს გზას, მეორე მძღოლი ამას ვერ ხედავს და შეიძლება ისე გაიაროს მან ზებრა გადასასვლელზე, რომ ქვეითს შეუქმნას საფრთხე.

ზებრა გადასასვლელი იმისთვის ხომ არ ეწყობა, რომ უბრალოდ გადასასვლელი იყოს? ის ქვეითის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს, რასაც ამას ქუთაისში ვერ ვიტყვით. ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ კონსულტაცია მუნიციპალიტეტს როგორ უნდა მოაწყონ ეს გადასასვლელები იმიტომ, რომ უმეტესი პრობლემა ქუთაისში, სწორედ ქვეითთა გადასასვლელებზე გარდაცვალებებს უკავშირდება. ეს არის კატასტროფა, ეს უნდა გამოსწორდეს. ეს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის საკითხია თავიდან ბოლომდე,“- ამბობს მესხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში 6,452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 459 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9,047 დაშავდა. 2019 წელს კი ამ კუთხით ბევრად საგანგაშო ვითარება გვაქვს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წლების წინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი დახაზული იყო, თუმცა
სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს.
აღნიშნული წარწერები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქუთაისის ცენტრში, ზებრა-გადასასვლელებზე სპეციალურ სამსახურთან ერთად
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

ამინდი